უგემრიელესი რიზოტო ხეკით ნუცა სურგულაძის რეცეპტით
ეს არის უგემრიელესი და თან ძალიან ნოყიერი რიზოტოს რეცეპტი, რომელიც ხეკის ფილესთან და სოკოსთან ერთად მზადდება. მარტივი მოსამზადებელია და შესანიშნავია სადილად.
ინგრედიენტები
- თეთრი მშრალი ღვინო120 ml
- ქათმის ბულიონი750 ml
- ნაღები100 ml
- ზეთი60 ml
მომზადების ინსტრუქცია
12 ნაბიჯი- 1
დაჭერით სოკო პატარა ნაჭრებად.
5 წუთი
- 2
მოშუშეთ სოკო ზეთში მარილთან ერთად.
8 წუთი
- 3
სოკო გადაიტანეთ ცალკე კონტეინერში.
1 წუთი
- 4
იგივე ტაფაზე მოშუშეთ ხახვი.
5 წუთი
- 5
დაუმატეთ ბრინჯი და მოხალეთ 2 წუთი.
2 წუთი
- 6
მოასხით თეთრი ღვინო, როგორც კი აორთქლდება, დაუმატეთ 250 მლ ბულიონი და დაახურეთ თავსახური.
3 წუთი
- 7
ბულიონიც რომ აორთქლდება, კიდევ დაუმატეთ და განაგრძეთ ხარშვა. რიზოტო ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20-25 წუთი.
22 წუთი
- 8
როდესაც ბრინჯი მოიხარშება „ ალდენტე“ ტექსტურამდე, დაუმატეთ ნაღები და გახეხილი პარმეზანი. მარილი გემოვნებით.
3 წუთი
- 9
ხეკის ფილე შეწვით საშუალო ცეცხლზე ზეთთან ერთად, 2-2 წუთი ორივე მხრიდან.
4 წუთი
- 10
როდესაც დაიბრაწება, დაუმატეთ კარაქი და დააყოვნეთ ტაფაზე კიდევ 2 წუთი.
2 წუთი
- 11
ხრაშუნა ხეკის ფილე დაჭერით პატარა კუბებად.
2 წუთი
- 12
ბრინჯი მოათავსეთ თეფშზე, ზემოდან დაადეთ ხეკის შემწვარი ფილე, სოკო და გახეხილი პარმეზანი. გასაფორმებლად მოაყარეთ ცოტა დაჭრილი ოხრახუში.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 350 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად