ტირამისუ თამო მეფიშვილის რეცეპტით
უგემრიელესი ტირამისუს რეცეპტი თამო მეფიშვილისგან. მარტივი მოსამზადებელი და სასიამოვნო დესერტი მთელი ოჯახისთვის.
მომზადების დრო გადასამოწმებელია. ნაბიჯებში მითითებული დრო არ ემთხვევა შეჯამებას.
ინგრედიენტები
- ახლად მოხარშული ყავა250 ml
- კონიაკი30 ml
- ნაღები (კრემისთვის)200 ml
- ნაღები (გასაფორმებლად)150 ml
მომზადების ინსტრუქცია
6 ნაბიჯი- 1
მოადუღეთ ყავა და გააგრილეთ. შეურიეთ კონიაკი.
10 წუთი
- 2
ორთქლის აბაზანაზე ხელის სათქვეფით ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი, სანამ შაქარი არ გადნება. გადმოდგით და მიქსერით ათქვიფეთ, დაუმატეთ მასკარპონე.
10 წუთი
- 3
ცალკე ათქვიფეთ ცივი ნაღები, დაუმატეთ შაქრის პუდრი და ბოლოს შეურიეთ მასკარპონეს კრემი.
5 წუთი
- 4
სავოიარდის ჩხირები სათითაოდ ამოავლეთ ყავაში, დააწყვეთ მწკრივზე, გადაანაწილეთ კრემი, ისევ ჩხირები და ა.შ.
5 წუთი
- 5
დააყოვნეთ მაცივარში 24 საათი.
1440 წუთი
- 6
მოაყარეთ კაკაო ზედა ფენაზე. სურვილისამებრ, გააფორმეთ ათქვეფილი ნაღებით და შაქრის პუდრით
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 263 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად