უკან რეცეპტებზე
ლობიანი ლორითა და ჯონჯოლის მარინადით
ღვეზელებისაშუალო

ლობიანი ლორითა და ჯონჯოლის მარინადით

ეს არის უგემრიელესი ლობიანი, რომელსაც განსაკუთრებულ გემოს მატებს ლორი და ჯონჯოლის მარინადი. გამოაცხვეთ და გააოცეთ თქვენი სტუმრები!

მომზადება45 წთ
მზადება25 წთ
პორცია4
კალორია/პორცია0
#ქართული#ხორცი#ხაჭაპური#ყველის პური#ლობიო#ლობიო#ლობიანი#იმერული#ხორცის ღვეზელი#მარილიანი ღვეზელი#აჭარული

ინგრედიენტები

პორცია
4
  • თბილი წყალი250 ml
  • მცენარეული ზეთი20 ml
  • მცენარეული ზეთი (ლობიოსთვის)30 ml
  • კახური ზეთი15 ml

მომზადების ინსტრუქცია

9 ნაბიჯი
  1. 1

    გაცერით ფქვილი და გაუკეთეთ პატარა ორმო. დაამატეთ საფუარი, მარილი და ცოტა თბილი წყალი. ჩანგლით გახსენით საფუარი მარილში და ცოტა ფქვილში. გადააფარეთ ჭურჭლის ტილო, რომ საფუარი გააქტიურდეს.

    10 წუთი

  2. 2

    10 წუთში დაამატეთ დარჩენილი წყალი და გამდნარი კარაქი და მოზილეთ ცომი. ბოლოს გადაზილეთ ზეთით.

    15 წუთი

  3. 3

    დაელოდეთ ცომის ამოსვლას. კარგად რომ ამოვა, კიდევ გადაზილეთ და ამოაგუნდავეთ.

    60 წუთი

  4. 4

    მოხარშეთ ლობიო აყვავებულ ქინძთან ერთად. მოხარშული ლობიო გაატარეთ ხორცსაკეპში.

    45 წუთი

  5. 5

    გატარებულ ლობიოს დაუმატეთ ზეთი, წიწაკა, ქონდარი, მარილი და შავი პილპილი.

    5 წუთი

  6. 6

    ჯონჯოლს დაუმატეთ კახური ზეთი, წვრილად დაჭრილი წითელი ხახვი და ქინძი.

    5 წუთი

  7. 7

    ცომი გააბრტყელეთ და ჯერ ჯონჯოლი მოალაგეთ, შემდეგ ლორი და ბოლოს ლობიო.

    10 წუთი

  8. 8

    მოუკარით თავი და გამოაცხვეთ 250 გრადუსზე.

    25 წუთი

    250°C

  9. 9

    ცხელსავე გადაუსვით ზეთი.

საკვები ღირებულება

100 გრამზე

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

277
კკალ
13.9
ცილა
33
ნახშირწყალი
10.4
ცხიმი
5
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.