ნიგვზიანი ბადრიჯანი მჭადის ტარტით
ეს არის უგემრიელესი ქართული კერძი, რომელიც აერთიანებს ნიგვზიან ბადრიჯანსა და მჭადის ტარტს. იდეალურია სადღესასწაულო სუფრისთვის ან უბრალოდ განსაკუთრებული ვახშმისთვის.
ინგრედიენტები
- ნიორი6 კბილი
- ღვინის ძმარი15 ml
- მზესუმზირის ზეთი30 ml
- წყალი120 ml
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
ნიგოზი, ნიორი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი და ხმელი ქინძი დააბლენდერეთ ერთად. დაამატეთ ცოტა ცხელი წყალი, რომ მიიღოთ პასტის კონსისტენცია.
10 წუთი
- 2
გააგრილეთ ნიგვზის მასა და დაამატეთ გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, მარილი და ძმარი. კარგად აურიეთ.
10 წუთი
- 3
ბადრიჯანი დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და შეწვით ტაფაზე ან აეროგრილში ორივე მხრიდან, სანამ არ დარბილდება და არ გახდება ოქროსფერი.
15 წუთი
- 4
შეწვის დროს ზემოდან მოასხით ზეთი.
10 წუთი
- 5
მჭადის ფქვილს დაამატეთ მარილი, შაქარი, ზეთი, პურის ფქვილი და წყალი. მოზილეთ ცომი.
5 წუთი
- 6
გადაიტანეთ ცომი ტარტის ფორმაში და გამოაცხვეთ ღუმელში 200 გრადუსზე, სანამ არ დაიბრაწება.
20 წუთი
200°C
- 7
ტარტი რომ გამოცხვება, გადაანაწილეთ მორჩენილი ნიგვზის მასა (ანუ იმერული კრემი) და დაალაგეთ შეკმაზული ნიგვზიანი ბადრიჯანი.
5 წუთი
- 8
ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ბროწეული და ქინძი.
5 წუთი
საკვები ღირებულება
100 გრამზე
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად