საქონლის ხორცის ჩაშუშული
უგემრიელესი საქონლის ხორცის ჩაშუშული ტრადიციული ქართული რეცეპტით. ხორცი ნელ-ნელა იხარშება ბოსტნეულთან და არომატულ სანელებლებთან ერთად, რაც მას განსაკუთრებულ გემოს სძენს.
ინგრედიენტები
- მცენარეული ზეთი30 ml
- პომიდვრის წვენი200 ml
- ნიორი2 კბილი
მომზადების ინსტრუქცია
7 ნაბიჯი- 1
საქონლის ხორცი მოვხარშოთ საშუალო ცეცხლზე, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება. ბულიონი გადავინახოთ.
60 წუთი
- 2
მოხარშული ხორცი ჩავხრაკოთ კარაქში, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
10 წუთი
- 3
ტაფაზე კარაქსა და ზეთში მოვთუშოთ დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ ბულგარული წიწაკა და ვშუშოთ რამდენიმე წუთი, სანამ ხახვი არ გახდება გამჭვირვალე.
10 წუთი
- 4
ხახვსა და ბულგარულს დავუმატოთ შემწვარი ხორცი, სუნელები (უცხო სუნელი, ხმელი ქინძი), ტომატის პასტა და პომიდვრის წვენი.
5 წუთი
- 5
დაბალ ცეცხლზე ვთუშოთ რამდენიმე წუთი, შემდეგ დავასხათ იმდენი ბულიონი, რომ ხორცს ოდნავ ფარავდეს. ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ თავზე ცხიმს არ მოიყენებს.
30 წუთი
- 6
დავამატოთ დანაყილი ქინძი ნივრით, მარილი და წიწაკა გემოვნებით.
5 წუთი
- 7
სუფრაზე გატანისას, კერძს ზემოდან მოაყარეთ ახალი მწვანილი და მწვანე პილპილი (სურვილისამებრ).
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 263 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად