ხორცის ბურთულები სვანურად
ეს არის უგემრიელესი ხორცის ბურთულები სვანური სოუსით. რეცეპტი მარტივია და შედეგი ძალიან სასიამოვნო.
ინგრედიენტები
- კვერცხი1 ცალი
- პომიდვრის წვენი500 ml
- მზესუმზირის ზეთი30 ml
მომზადების ინსტრუქცია
7 ნაბიჯი- 1
ხორცი გავატაროთ ნიორთან ერთად.
5 წუთი
- 2
დავუმატოთ მარილი, პილპილი და კვერცხი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ხორცთან ერთად გაატაროთ ყაბაყი, ხახვი, სტაფილო, ბულგარული.
5 წუთი
- 3
მოვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში მარილიან წყალში.
10 წუთი
- 4
ცალკე ზეთში მაღალ ცეცხლზე რამოდენიმე წუთი ვშუშოთ სტაფილო და ბულგარული, დაახლოებით 3-4 წუთი.
4 წუთი
- 5
დავუმატოთ პამიდვრის წვენი, როგორც კი ადუღდება წვენი დავუმატოთ გემოვნებით სვანური მარილი და დაჭყლეტილი ნიორი.
3 წუთი
- 6
ჩავუშვათ მოხარშული ბურთები და რამოდენიმე წუთში მზად არის მისართმევად.
3 წუთი
- 7
თუ გსურთ, რომ სოუსი კიდევ უფრო არომატული გამოვიდეს, ბოლოს შეგიძლიათ ცოტაოდენი ნედლი ქინძიც მოაყაროთ - სვანურ მარილთან ერთად საოცარ კომბინაციას ქმნის.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 300 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად