ღორის ხორცი ბროწეულის ნარშარაბით
უგემრიელესი ღორის ხორცი, მარინირებული არომატულ სანელებლებსა და ღვინოში, გამომცხვარი ღუმელში და სუფრაზე მიტანილი ბროწეულის ნარშარაბის თანხლებით. ეს კერძი შესანიშნავია სადღესასწაულო სუფრისთვის ან განსაკუთრებული ვახშმისთვის.
ინგრედიენტები
- მცენარეული ზეთი45 ml
- თეთრი მშრალი ღვინო50 ml
- ბროწეულის ნარშარაბი50 ml
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
ნიორი და წიწაკა დავნაყოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
5 წუთი
- 2
დანაყულ ნიორსა და წიწაკას დავუმატოთ ზეთი, მარილი და ღვინო. კარგად ავურიოთ.
2 წუთი
- 3
ხორცის ნაჭრები ძაფით შევკრათ, ფორმა რომ შეუნარჩუნდეს.
3 წუთი
- 4
ხორცს წავუსვათ მომზადებული მარინადი, ზედ დავაწყოთ როზმარინის ტოტები და 1 საათით მაცივარში მოვათავსოთ.
60 წუთი
- 5
გადავიტანოთ ხორცი თუნუქის ფურცელზე და შევდოთ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
200°C
- 6
ვაცხობთ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, სანამ ხორცი არ გახდება რბილი და ოქროსფერი.
40 წუთი
- 7
სუფრაზე მიტანის წინ ხორცი თხლად დავჭრათ.
4 წუთი
- 8
დაჭრილ ხორცს მოვასხათ ბროწეულის ნარშარაბი და გემრიელად მივირთვათ.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 138 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად