ჰოთდოგი რუკოლას პესტოთი
ეს არის უგემრიელესი და ორიგინალური ჰოთდოგი, რომელიც მზადდება რუკოლას პესტოთი, ავოკადოთი და მიუნხენური სოსისით. იდეალურია სწრაფი და გემრიელი ლანჩისთვის ან ვახშმისთვის.
ინგრედიენტები
- ზეითუნის ზეთი60 ml
- ნიორი2 კბილი
- ლიმონის წვენი1 სუფრის-კოვზი
- ჰოთდოგის პური4 ცალი
- ავოკადო1 ცალი
- მიუნხენური სოსისი4 ცალი
- პომიდორი1 ცალი
მომზადების ინსტრუქცია
6 ნაბიჯი- 1
რუკოლას პესტოს მომზადება: ბლენდერში მოათავსეთ ზეითუნის ზეთი და ნიორი, დააბლენდერეთ. დაამატეთ რუკოლა და აბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
5 წუთი
- 2
დაამატეთ თხილი, გახეხილი პარმეზანი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. აბლენდერეთ 10-15 წამის განმავლობაში, რომ პესტოს ჰქონდეს დამახასიათებელი სტრუქტურა.
2 წუთი
- 3
გახუხეთ ჰოთდოგის პური.
3 წუთი
- 4
მოხარშეთ ან შეწვით მიუნხენური სოსისი.
5 წუთი
- 5
აწყობა: პურს წაუსვით რუკოლას პესტო. ქვედა ნაჭერზე მოათავსეთ ავოკადო, შუაში ჩადეთ სოსისი და ზემოდან დააწყვეთ პომიდვრის ნაჭრები.
5 წუთი
- 6
სურვილისამებრ, მოაყარეთ გახეხილი ყველი და თხილის ნატეხები.
0 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 250 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად