კარტოფილისა და სოკოს მობრაწულა
კარტოფილისა და სოკოს მობრაწულა არის უგემრიელესი და მარტივი კერძი, რომელიც იდეალურია მთელი ოჯახისთვის. ის მზადდება მოხარშული კარტოფილით, სოკოთი, ხახვით, ნაღებითა და ყველით, რაც მას განსაკუთრებულ არომატს სძენს.
ინგრედიენტები
- რძე100 ml
- შავი პილპილი½ ჩაის-კოვზი
მომზადების ინსტრუქცია
7 ნაბიჯი- 1
ხახვი და სოკო წვრილად დაჭერით.
5 წუთი
- 2
მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით და თხელ რგოლებად დაჭერით.
5 წუთი
- 3
ხახვი და სოკო კარაქში მოშუშეთ.
5 წუთი
- 4
დაუმატეთ რძე და ბლენდერით ათქვიფეთ. შეურიეთ არაჟანი, მარილი, პილპილი და გახეხილი ყველი სულგუნი (100 გრ). ცოტა ყველი და არაჟანი შეინახეთ მოსაყრელად.
5 წუთი
- 5
საცხობ ფორმაში მოათავსეთ სოუსის ნაწილი, ზედ დააწყვეთ კარტოფილის ნაჭრები, მოასხით სოუსი და ასე გააკეთეთ ყველა ფენა.
- 6
ბოლოს კარტოფილებს წაუსვით არაჟანი, მოაყარეთ გახეხილი ყველი სულგუნი (50 გრ).
- 7
შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით, სანამ ზემოდან მოიბრაწება.
20 წუთი
200°C
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 325 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად