ქათმის რულეტი მაკარონით
ქათმის ფარშის რულეტი, სავსე მოხარშული მაკარონითა და ყველით, უგემრიელესი კერძია, რომელიც სადღესასწაულო სუფრასაც კი დაამშვენებს. მარტივი მოსამზადებელია და შესანიშნავად ეხამება სხვადასხვა გარნირებს.
ინგრედიენტები
- კვერცხი1 ცალი
- მცენარეული ზეთი20 ml
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
მარილიან წყალში მოვხარშოთ მაკარონი ნახევრად. გადავწუროთ წყალი.
5 წუთი
- 2
ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
5 წუთი
- 3
ფარშს დავამატოთ კვერცხი, წვრილად დაჭრილი ხახვი, 50 გრ. საფანელი, მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ.
5 წუთი
- 4
პერგამენტის ქაღალდს ან ფოლგის ნაჭერს წავუსვათ მცენარეული ზეთი და მოვაყაროთ დარჩენილი საფანელი.
2 წუთი
- 5
პერგამენტზე თანაბარ ფენად გავანაწილოთ ფარში (დაახ. 1 სმ. სისქეზე), მივცეთ სწორკუთხა ფორმა. ხორცის ფენა სიგრძით უნდა უტოლდებოდეს იმ ყალიბის სიგრძეს, რომელშიც უნდა გამოვაცხოთ.
5 წუთი
- 6
ხორცის ფენის შუა ნაწილში დავალაგოთ მაკარონი ერთ კონად და მოვაყაროთ გახეხილი ყველი.
3 წუთი
- 7
პერგამენტის გვერდები ავწიოთ და ხორცის ფენა შევაერთოთ რულეტივით. გადავიტანოთ პერგამენტიანად გამოსაცხობ ფორმაში და ზემოდან წავუსვათ მაიონეზი.
5 წუთი
- 8
მოვათავსოთ წინასწარ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ დაახ. 35-40 წუთი.
40 წუთი
190°C
- 9
გავაგრილოთ და დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 263 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად