ხაჭოს პუდინგი
ეს არის უგემრიელესი და ნაზი ხაჭოს პუდინგი, რომელიც მზადდება სულ რაღაც ოთხი ინგრედიენტით. იდეალურია საუზმეზე, დესერტად ან უბრალოდ წასახემსებლად. მთელი ოჯახი აღფრთოვანებული დარჩებით!
ინგრედიენტები
- კვერცხი2 ცალი
- ვანილის ექსტრაქტი5 ml
მომზადების ინსტრუქცია
7 ნაბიჯი- 1
გააცხელეთ ღუმელი 160-170 გრადუსამდე.
170°C
- 2
ვაბლენდერებთ ხაჭოს, კვერცხს, სიმინდის სახამებელს და მოხარშულ შესქელებულ რძეს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სურვილისამებრ დაუმატეთ ვანილი.
- 3
ფორმაში ჩააფინეთ საკონდიტრო ქაღალდი, ან გამოიყენეთ სილიკონის ფორმა.
- 4
ჩაასხით მასა ფორმაში.
- 5
აცხვეთ 160-170 გრადუსზე 50-60 წუთის განმავლობაში, ან სანამ ზემოდან არ მოიბრაწება. თუ ზემოდან სწრაფად დაიბრაწა, დაუწიეთ ტემპერატურას.
60 წუთი
170°C
- 6
აუცილებლად გააცივეთ კარგად, სანამ ფორმიდან გადმოიღებთ.
- 7
გადმოიღეთ ფორმიდან, მოხსენით ქაღალდი და სურვილის შემთხვევაში მოაყარეთ შაქრის პუდრა ან მორთეთ გამდნარი შოკოლადით ან მოხარშული შესქელებული რძით.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 188 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად