ხარჩო და ღომი
უგემრიელესი ტრადიციული ქართული კერძი - ხარჩო და ღომი. ხარჩო მზადდება საქონლის ხორცით და ნიგვზით, ხოლო ღომი სიმინდის ღერღილისა და ფქვილისგან.
ინგრედიენტები
- წითელი ღვინო100 ml
- ნიორი3 კბილი
- დაფნის ფოთოლი2 ცალი
მომზადების ინსტრუქცია
7 ნაბიჯი- 1
ხორცი დავჭრათ კუბიკებად.
10 წუთი
- 2
ხორცს დავასხათ წყალი, წამოვადუღოთ და კარგად გადავრეცხოთ.
10 წუთი
- 3
დავამატოთ ღვინო, დაფნის ფოთლები, წვრილად დაჭრილი ხახვი და კარაქი. ცოტა რომ შეიბრაწება, დავამატოთ ტომატი ცხელ წყალში გახსნილი და ვადუღოთ, სანამ ხორცი არ მოიხარშება.
60 წუთი
- 4
ბოლოს დავამატოთ წინასწარ დაბლენდერებული ნიგოზი, ნიორი, სუნელები და 100 გრ წყალი.
5 წუთი
- 5
ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილები, მარილი, სიმწარე (სურვილისამებრ) და ერთი წუთი წამოვადუღოთ, შემდეგ გამოვრთოთ.
5 წუთი
- 6
ღომისთვის: 200 გრ სიმინდის ღერღილი კარგად გავრეცხოთ.
5 წუთი
- 7
დავამატოთ თვალის ზომით წყალი ისე, რომ კარგად დაიფაროს და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე. კარგად რომ მოიხარშება, დავამატოთ 50 გრ სიმინდის ფქვილი.
30 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 450 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად