უკან რეცეპტებზე
ხორცით დაფარშული მაკარონი

ხორცით დაფარშული მაკარონი

ეს არის უგემრიელესი კერძი, რომელიც მზადდება რიგატონის მაკარონის ხორცის ფარშით ამოვსებით და შემდეგ შეწვით. მიირთვით ტომატის სოუსთან და ახალ მწვანილთან ერთად.

მომზადება45 წთ
მზადება25 წთ
პორცია4
კალორია/პორცია725
#ხორცი#პასტა#იტალიური#სპაგეტი

ინგრედიენტები

პორცია
4
  • მცენარეული ზეთი100 ml

მომზადების ინსტრუქცია

9 ნაბიჯი
  1. 1

    მოხარშეთ პასტა რიგატონი მარილწყალში შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის თანახმად.

  2. 2

    გადაწურეთ მაკარონი და მოასხით ზეითუნის ზეთი. გააგრილეთ.

  3. 3

    ჯამში მოათავსეთ ხორცის ფარში, დაუმატეთ ყველა სანელებელი: მარილი, პილპილი, ორეგანო, ხმელი ქინძი, დაჭრილი ხახვი, ნიორი, გახეხილი ყველი. კარგად აურიეთ.

  4. 4

    მოათავსეთ მიღებული ფარში საკონდიტრო ტომარაში, ან მყარ ცელოფანში (მოაჭერით წვერი) და დაფარშეთ მოხარშული მაკარონი.

  5. 5

    მოათავსეთ პერგამენტიან ზედაპირზე და გააცივეთ 30 წუთის განმავლობაში.

    30 წუთი

  6. 6

    ცალ-ცალკე ჯამებში მოამზადეთ ფქვილი, ათქვეფილი კვერცხი და საფანელი.

  7. 7

    გაციეებული მაკარონის მილები ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში, ბოლოს კი საფანელში.

  8. 8

    შეწვით ფრიტიურში ან ბევრ ზეთში. როგორც კი დაუბრაწდება, ამოიღეთ ცხაურზე და დააცადეთ, რომ მოშორდეს ზედმეტი ზეთი.

  9. 9

    სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი ქინძი და გახეხილი ყველი.

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 263 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

725
კკალ
42.5
ცილა
39.4
ნახშირწყალი
44.1
ცხიმი
2.6
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.