კრუასანი
უგემრიელესი და ხრაშუნა კრუასანები, იდეალური საუზმე ან დესერტი. ეს რეცეპტი მოითხოვს ცოტა მოთმინებას, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს.
მომზადების დრო გადასამოწმებელია. ნაბიჯებში მითითებული დრო არ ემთხვევა შეჯამებას.
ინგრედიენტები
- წყალი120 ml
- რძე120 ml
- კვერცხი1 ცალი
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
ჯამში გაცერით ფქვილი, დაასხით წყალი და რძე, დაუმატეთ შაქარი, მარილი, მშრალი საფუარი და დარბილებული კარაქი. მოზილეთ რბილი ცომი.
10 წუთი
- 2
გადაახვიეთ ცომი საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში.
- 3
გამოიღეთ 200 გრ კარაქი. დადეთ პერგამენტის ქაღალდზე, ზემოდანაც დააფინეთ პერგამენტის მეორე ფურცელი და გააბრტყელეთ დაახლოებით 2 სმ სისქეზე.
5 წუთი
- 4
გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გააბრტყელეთ, მოათავსეთ გულში კარაქის ფირფიტა, გადმოუკეცეთ ცომს ყველა მხრიდან კიდეები და კვლავ გააბრტყელეთ. გადაიტანეთ ფირფიტაზე და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.
60 წუთი
- 5
გამოიღეთ ცომი, გააბრტყელეთ მართკუთხედ ფორმად, გადმოკეცეთ ჯერ ერთი კიდე, შემდეგ მეორე კიდე, გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.
60 წუთი
- 6
გამოიღეთ მაცივრიდან ცომი, გააბრტყელეთ კვლავ მართკუთხედ ფორმად, გადმოკეცეთ ისევ ჯერ ერთი კიდე, შემდეგ მეორე. ისევ გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კიდევ ერთხელ. უნდა შეასრულოთ 3 ერთნაირი მოქმედება, რათა მიიღოთ ცომის 27 ფენა.
60 წუთი
- 7
გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გაჭერით შუაზე, ცომის თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ და დაჭერით თითოეული ფირფიტა 4 თანაბარ ზოლად. დადეთ თითოეული ცომის ზოლზე შოკოლადის ნატეხები, გადაახვიეთ რულეტად და მოათავსეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე.
15 წუთი
- 8
წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გააჩერეთ ასე 1 1/2 საათი. შემდეგ კვლავ გადაუსვით კვერცხი.
90 წუთი
- 9
მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში.
15 წუთი
200°C
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 188 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად