უკან რეცეპტებზე
მანჭკვალა სოკოს სალათა
სალათებიმარტივი

მანჭკვალა სოკოს სალათა

მანჭკვალა სოკოს სალათა არის უგემრიელესი და მარტივად მოსამზადებელი კერძი. სოკო იხარშება ხახვთან ერთად, შემდეგ ითუშება სანელებლებითა და მწვანილით, რაც მას განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს.

მომზადება15 წთ
მზადება30 წთ
პორცია4
კალორია/პორცია147
#ქართული#ვეგანური#ვეგეტარიანული#სალათი#სოკო

ინგრედიენტები

პორცია
4
  • მცენარეული ზეთი30 ml

მომზადების ინსტრუქცია

7 ნაბიჯი
  1. 1

    გაასუფთავეთ სოკო და დაანაწევრეთ.

    5 წუთი

  2. 2

    გარეცხეთ სოკო და მოხარშეთ ხახვთან ერთად. ხახვი უნდა დარჩეს ღია ფერის.

    15 წუთი

  3. 3

    მოხარშული სოკო გადაწურეთ საწურზე, გადაავლეთ ცივი წყალი და აცადეთ დაწურვა.

    5 წუთი

  4. 4

    ზეთში მოთუშეთ დაჭრილი ხახვი (კარაქიც მოუხდება).

    5 წუთი

  5. 5

    დააყარეთ დაწურული, მოხარშული სოკო და მოშუშეთ მზაობამდე.

    5 წუთი

  6. 6

    ბოლოს, დაუმატეთ დაჭრილი ნიორი, დაფქული შავი პილპილი, წითელი წიწაკა, ნედლი ქინძი, მარილი (ყველაფერი გემოვნებით).

  7. 7

    ცოტა ხნით კიდევ დატოვეთ ცეცხლზე.

    5 წუთი

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 150 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

147
კკალ
6
ცილა
8.1
ნახშირწყალი
10.2
ცხიმი
3.3
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.