უკან რეცეპტებზე
პასკა „პანეტონე“

პასკა „პანეტონე“

ეს არის ტრადიციული სააღდგომო პასკის ქართული ვარიაცია, რომელიც გამდიდრებულია სტაფილოს მურაბითა და არომატული სანელებლებით. ცომი არის რბილი და ჰაეროვანი, ხოლო მურაბა მას განსაკუთრებულ გემოს და ტექსტურას ანიჭებს.

მომზადება45 წთ
მზადება45 წთ
პორცია4
კალორია/პორცია395
#ქართული#სტაფილო#სააღდგომო#პასკა#პანეტონე

ინგრედიენტები

პორცია
4
  • თბილი რძე120 ml
  • კვერცხი1 ცალი
  • მიხაკი3 ცალი
  • კარდამონი3 ცალი
  • ფორთოხლის წვენი30 ml
  • ლიმონის წვენი30 ml
  • ფორთოხლის ცედრა1 სუფრის-კოვზი
  • ვანილის ექსტრაქტი½ ჩაის-კოვზი

მომზადების ინსტრუქცია

10 ნაბიჯი
  1. 1

    თბილ რძეში გახსენით საფუარი და 1 ჩ.კ. შაქარი, გააჩერეთ 10 წუთი.

    10 წუთი

  2. 2

    შაქარი და კარაქი (ოთახის ტემპერატურის) ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაამატეთ კვერცხი, გამაფხვიერებელი.

    5 წუთი

  3. 3

    ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი, ერთგვაროვანი სქელი წებოვანი ცომი გამოვა.

    10 წუთი

  4. 4

    დააფარეთ საკვები ცელოფანი და გააჩერეთ 1 საათით.

    60 წუთი

  5. 5

    ცხელ ტაფაზე მოათავსეთ დარიჩინის ჩხირი, რამდენიმე მიხაკი და ილი. თბილი სუნელების სურნელს რომ იგრძნობთ დაამატეთ ნახევარი ფორთოხლის და ნახევარი ლიმონის წვენი, გააჩერეთ რამდენიმე წუთით და გადაწურეთ.

    5 წუთი

  6. 6

    ამავე ტაფაზე საშუალო ცეცხლზე მობრაწეთ 3 ცალი პატარა კუბებად დაჭრილი სტაფილო, ქიშმიში და 3 ს.კ. შაქარი.

    5 წუთი

  7. 7

    შაქარი რომ დადნება დაამატეთ ფორთოხლისა და ლიმონის წვენი (სუნელებით გაჟღენთილი), 1 ფორთოხლის ცედრა, ცოტა ვანილი.

    5 წუთი

  8. 8

    დასვენებულ ცომს შეურიეთ მურაბა.

    5 წუთი

  9. 9

    ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ფქვილი. შეავსეთ ფორმა ნახევრამდე, დააფარეთ და დაასვენეთ 30 წუთით.

    30 წუთი

  10. 10

    ელექტროღუმელი გაახურეთ 160 გრადუსზე და გამოაცხვეთ 40-45 წუთის განმავლობაში.

    45 წუთი

    160°C

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 163 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

395
კკალ
8.1
ცილა
59
ნახშირწყალი
14.6
ცხიმი
3.6
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.