პიცა ნადუღით
პიცა ნადუღით - ეს არის ქართული ინტერპრეტაცია ტრადიციული იტალიური პიცისა. ნადუღი, შაშკვლავი და ბოსტნეული ქმნის განსაკუთრებულ და დასამახსოვრებელ გემოს.
ინგრედიენტები
- თბილი წყალი250 ml
- ზეითუნის ზეთი30 ml
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
მოვამზადოთ ცომი: საფუარი, 0,5 ჭიქა ფქვილი და მარილი ავურიოთ, დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ. თანდათან დავუმატოთ დანარჩენი ფქვილი, ზეითუნის ზეთი და მოვზილოთ რბილი, ელასტიური ცომი.
15 წუთი
- 2
ცომი ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ხელსაწმენდი და დავდგათ თბილად.
60 წუთი
- 3
პამიდორი და წიწაკა თხლად დავჭრათ.
10 წუთი
- 4
ნადუღში ავურიოთ მარილი და დანაყილი ნიორი.
5 წუთი
- 5
როცა ცომი აფუვდება, გავყოთ ორად, თითოეული მათლგანი თხლად (3-4 მმ. 25 სმ დიამეტრზე) გავაბრტყელოთ, დავდოთ თუნუქის ფურცელზე, წავუსვათ ჯერ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, შემდეგ ტომატის პასტა.
10 წუთი
- 6
ცომს დავადოთ პამიდვრისა და წიწაკის თხელი ნაჭრები და შენელებული ნადუღი. პიცას ზემოდან მოვაყაროთ შაშკვლავი.
5 წუთი
- 7
გამოვაცხოთ კარგად გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთით, სანამ დაიბრაწება.
20 წუთი
220°C
- 8
ცხელ-ცხელი პიცა მივირთვათ ზეითუნის ზეთთან ერთად.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 300 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად