ყალია საქონლის ხორცით
ყალია არის უგემრიელესი ქართული კერძი, რომლის მთავარი ინგრედიენტი საქონლის ხორცია. ხორცი ბროწეულის წვენსა და ღვინოში იხარშება, რაც მას განსაკუთრებულ არომატსა და სინაზეს ანიჭებს.
ინგრედიენტები
- მშრალი წითელი ღვინო150 ml
- ბროწეულის წვენი200 ml
მომზადების ინსტრუქცია
6 ნაბიჯი- 1
საქონლის ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.
5 წუთი
- 2
გახურებულ ტაფაზე გადაიტანეთ ხორცის ნაჭრები, წვენს გაუშვებს და როდესაც ამოშრება შემდეგ დაამატეთ ხახვი და კარაქი.
10 წუთი
- 3
დაუწიეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე და თავდახურული მოთუშეთ 15-20 წუთით, თან შიგადაშიგ ამოურიეთ.
20 წუთი
- 4
ღვინის დამატების შემდეგ აუწიეთ ძალიან მაღალ ცეცხლზე რომ ალკოჰოლი ამოორთქლდეს 2-3 წუთით.
3 წუთი
- 5
შემდეგ უმატებთ ბროწეულის წვენს, ისევ დაუწევთ ცეცხლს და თავდახურული თუშავთ 20 წუთით.
20 წუთი
- 6
ბოლოს ამატებთ მარილს, სუნელებს და დაჭრილ ქინძს, ხორცის მზაობა შეამოწმეთ აუცილებლად.
2 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 238 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად