ყვავილოვანი კომბოსტო ინდურად
ყვავილოვანი კომბოსტო, შემწვარი ხრაშუნა ცომში და მოთუშული ინდურ სტილში მომზადებულ ტკბილ-ცხარე სოუსში. ეს კერძი შესანიშნავი არჩევანია ვეგეტარიანელებისთვის და მათთვის, ვისაც აზიური სამზარეულო უყვარს.
ინგრედიენტები
- სოიოს სოუსი30 ml
- წყალი250 ml
- მზესუმზირის ზეთი (შესაწვავად)50 ml
- ზეითუნის ზეთი30 ml
- ძმარი15 ml
- ტკბილი ჩილის სოუსი30 ml
- ტომატის საწებელი30 ml
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
გაარჩიეთ ყვავილოვანი კომბოსტო, დაანაწევრეთ ყვავილედებად, მოაყარეთ მარილი და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში 5-7 წუთი (ან მოწალეთ მარილწყალში).
7 წუთი
- 2
ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ 2 ს/კ სიმინდის სახამებელი, პაპრიკა 1/2 ჩ/კ, კაიენური წიწაკა 1/4 ჩ/კ, დაჭრილი ან პრესში გატარებული ნიორი, მარილი, ჯაჯაფილი, 1 ს/კ სოიოს სოუსი, აურიეთ და დაუმატეთ წყალი იმდენი, რომ მიიღოთ არაჟნის სისქის მასა.
5 წუთი
- 3
ჩაალაგეთ მიღებულ სოუსში ყვავილოვანი კომბოსტო, კარგად აურიეთ.
3 წუთი
- 4
შეწვით ფრიტიურში, ან ღრმა ტაფაში, ბევრ ზეთში. შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო გადაიტანეთ ქაღლდდაფენილ გაშლილ ზედაპირზე.
8 წუთი
- 5
ცალკე ჯამში ან ჭიქაში 1/4 ჭიქა წყალში გახსენით 2 ჩ/კ სიმინდის სახამებელი.
2 წუთი
- 6
ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი, გააცხელეთ და მოხრაკეთ ნიორი, დაუმატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, შემდეგ მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი ბულგარული და თუშეთ, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება.
5 წუთი
- 7
დაუმატეთ ძმარი, ჩილის ტკბილი სოუსი, ტომატის სოუსი (ან ტომატპასტა), სოიოს სოუსი, დაღერღილი წითელი წიწაკა. ნელ-ნელა დაასხით სახამებლიანი წყალი, თან შეუჩერებლად ურიეთ, სანამ მასა ბლანტი არ გახდება.
5 წუთი
- 8
წამოადუღეთ და ჩააწყვეთ მასში შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო, დაუმატეთ გემოვნებით მარილი, თუშეთ 3-5 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან.
4 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 263 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად