შარლოტა ჟოლოთი
სამეფო შარლოტა ჟოლოთი - უგემრიელესი და ულამაზესი დესერტი, რომელიც სადღესასწაულო სუფრის მშვენებაა. ნაზი ბისკვიტის რულეტი, კრემ-მუსი და ჟოლოს არომატი ერთად ქმნის დაუვიწყარ გემოს.
მომზადების დრო გადასამოწმებელია. ნაბიჯებში მითითებული დრო არ ემთხვევა შეჯამებას.
ინგრედიენტები
- კვერცხი3 ცალი
- ვანილის ექსტრაქტი5 ml
- ასაღები ნაღები (35%)200 ml
მომზადების ინსტრუქცია
16 ნაბიჯი- 1
კვერცხი, შაქარი, მარილი და ვანილი ათქვიფეთ გათეთრებამდე.
10 წუთი
- 2
ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი (სილიკონის ან ხის კოვზით). ფრთხილად ამოურიეთ.
5 წუთი
- 3
ცომი გადაანაწილეთ ორ ფორმაში (მრგვალ ფორმაში ცოტა ნაკლები) და გამოაცხვეთ 175 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში. ბისკვიტები უნდა გამაგრდეს.
20 წუთი
175°C
- 4
ბისკვიტები ფორმიდან ამოიღეთ და გააცივეთ.
10 წუთი
- 5
გამომცხვარ ბისკვიტზე წაუსვით ჟოლოს ჯემი და ფრთხილად გადაახვიეთ რულეტად.
5 წუთი
- 6
რულეტი ცელოფანში გაახვიეთ და 2-3 საათით მაცივარში მოათავსეთ.
180 წუთი
- 7
ჟოლო დაბლენდერეთ პიურეს სახით.
5 წუთი
- 8
ჟოლოს პიურეს დაუმატეთ შაქარი და თეთრი შოკოლადი. დადგით დაბალ ცეცხლზე და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
10 წუთი
- 9
წყალში გახსნილი ჟელატინი შეურიეთ და დააბლენდერეთ. ბოლოს შეათქვიფეთ ხაჭო.
5 წუთი
- 10
მიღებული მასა ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ.
30 წუთი
- 11
ჯამში ჩააფინეთ ცელოფანი.
2 წუთი
- 12
მაცივრიდან გამოღებული რულეტი დაჭერით 1 სმ სისქის ნაჭრებად და ფორმაში ჩააწყვეთ, რომ მთელი ჯამი დაიფაროს.
15 წუთი
- 13
კრემ-მუსს დაუმატეთ არაჟანი და დააბლენდერეთ. შემდეგ შეათქვიფეთ ათქვეფილი ნაღები.
10 წუთი
- 14
რულეტებიან ჯამში ფენებად ჩაასხით კრემ-მუსი და ჟოლო, შუამდე შეავსეთ, შემდეგ ისევ დააწყვეთ რულეტის ნაჭრები, კრემი, ჟოლო და ა.შ.
20 წუთი
- 15
ბოლოს დაადეთ მრგვალი ბისკვიტი, ცელოფანი მჭიდროდ გადააფარეთ და 6-8 საათით (ან მთელი ღამით) მაცივარში გააჩერეთ.
480 წუთი
- 16
ფრთხილად ამოიღეთ ჯამიდან და დაჭერით.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 325 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად