შემწვარი ორაგული ნაღებისა და კარაქის სოუსში
უგემრიელესი შემწვარი ორაგული ნაღებისა და კარაქის სოუსში, არომატული მწვანილებითა და პარმეზანით. მარტივი მოსამზადებელი და ძალიან ნოყიერი კერძია სადილისთვის.
ინგრედიენტები
- ზეითუნის ზეთი30 ml
- ნიორი3 კბილი
- ასაღები ნაღები (35%)200 ml
- ლიმონი½ ცალი
მომზადების ინსტრუქცია
7 ნაბიჯი- 1
ორაგულის ფილე გაასუფთავეთ, გარეცხეთ, გააშრეთ ქაღალდის პირსახოცით. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
5 წუთი
- 2
ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი. შეწვით ორაგული რბილი მხრიდან 6 წუთის განმავლობაში, კანის მხრიდან 2 წუთი.
8 წუთი
- 3
ამოიღეთ თევზი ტაფიდან და გადადეთ გვერდით.
- 4
იგივე ტაფაში ჩააგდეთ კარაქი, გაადნეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი, ისპანახის ფოთლები, ნაღები და გახეხილი პარმეზანი.
3 წუთი
- 5
თუშეთ საშუალო ცეცხლზე 3 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ დაჭრილი ქონდარი და ბაზილიკი.
3 წუთი
- 6
ჩაალაგეთ თევზის ფილე მიღებულ სოუსში, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და გააგრძელეთ მოთუშვა კიდევ 3 წუთის განმავლობაში.
3 წუთი
- 7
გადმოდგით კერძი ცეცხლიდან, მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ კიდევ ქორფა ბაზილიკი და გემრიელად მიირთვით!
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 263 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად