სტეიკის ფონდიუ გამდნარი ყველით
უგემრიელესი და მარტივი კერძი, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ როგორც სადილად, ასევე წასახემსებლად. საქონლის ხორცის პატარა ნაჭრები შემწვარია გრილზე და მიირთმევა გამდნარ ყველთან ერთად.
ინგრედიენტები
- ნიორი2 კბილი
- ზეითუნის ზეთი30 ml
- დაფნის ფოთოლი1 ცალი
მომზადების ინსტრუქცია
7 ნაბიჯი- 1
საქონლის ხორცი დაჭერით პატარა კუბიკებად.
5 წუთი
- 2
ნიორი გაფცქვენით და დაჭერით წვრილად.
2 წუთი
- 3
მოაყარეთ ხორცს ნიორი, მარილი, პილპილი, ხმელი ქონდარი, მოასხით ზეითუნის ზეთი, ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი, აურიეთ, გააჩერეთ რამდენიმე წუთი.
3 წუთი
- 4
შეწვით გრილის ტაფაზე ყველა მხრიდან.
5 წუთი
- 5
დაჭერით ყველი თხელ ფირფიტებად.
2 წუთი
- 6
შემწვარი ხორცი გაწიეთ გვერდზე, ტაფაში შუაში დაალაგეთ ყველის ნაჭრები და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი, სანამ ყველი არ გადნება.
5 წუთი
- 7
სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 150 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად