ტაფის ხაჭაპური
ეს არის უგემრიელესი და მარტივი ტაფის ხაჭაპური, რომელიც შეგიძლიათ მოამზადოთ სახლის პირობებში. რეცეპტი განსაკუთრებით კარგია სწრაფი საუზმისთვის ან წასახემსებლად.
ინგრედიენტები
- მაწონი250 ml
- მცენარეული ზეთი20 ml
მომზადების ინსტრუქცია
10 ნაბიჯი- 1
ფქვილს დაუმატეთ მარილი და აურიეთ.
2 წუთი
- 2
მაწონში გახსენით სოდა და მიღებული მასა ფქვილს შეურიეთ.
3 წუთი
- 3
მოზილეთ რბილი ცომი, ბოლოს კი ზეთთან ერთად კარგად გადაზილეთ.
5 წუთი
- 4
დაანაწევრეთ თანაბარ გუნდებად და დაასვენეთ 30 წუთით.
30 წუთი
- 5
გახეხილ ყველს შეურიეთ 1 კვერცხის გული.
5 წუთი
- 6
გულსართიც დაყავით თანაბარ ნაწილებად.
2 წუთი
- 7
ცომი ოდნავ გააბრტყელეთ და შუაში მოათავსეთ გულსართი. შეკარით ხინკლის პრინციპით.
5 წუთი
- 8
ცომის გაბრტყელება დაიწყეთ შუა ნაწილიდან, გარე მიმართულებით, რათა შიგთავსი თანაბრად გადანაწილდეს.
3 წუთი
- 9
ტაფა წინასწარ გააცხელეთ და ხაჭაპური შეწვით ორივე მხრიდან.
15 წუთი
- 10
ბოლოს ცხელსავე წაუსვით კარაქი და შეგიძლიათ გემრიელად მიირთვით!
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 258 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად