ტარხუნის ღვეზელი
უგემრიელესი ტარხუნის ღვეზელი, სურნელოვანი მწვანილებითა და ყველით. ეს არის შესანიშნავი არჩევანი ოჯახური სადილისთვის ან მეგობრებთან ერთად წასახემსებლად.
ინგრედიენტები
- მაწონი150 ml
- კვერცხის გული1 ცალი
- რძე15 ml
მომზადების ინსტრუქცია
7 ნაბიჯი- 1
მაწონში გახსენით საფუარი და დაუმატეთ ფქვილი, მოზილეთ ცომი და დატოვეთ ასაფუებლად თბილ ადგილას 1 საათით.
60 წუთი
- 2
მოხარშეთ ბრინჯი (1 ფინჯანი ბრინჯი + 2 ფინჯანი წყალი).
- 3
კარაქში მოშუშეთ მწვანე ხახვი, დაუმატეთ ტარხუნა და სხვა მწვანილები, ასევე მოხარშული ბრინჯი. გააგრილეთ და შეურიეთ გახეხილი ყველი, მარილი და პილპილი გემოვნებით.
- 4
ამოსული ცომი გაყავით 4 ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ, გადაუსვით დარბილებული კარაქი და ამოაგუნდავეთ.
- 5
ისევ გააბრტყელეთ ცომი, ჩაუდეთ შიგთავსი და მოახვიეთ სასურველი ფორმით.
- 6
ზემოდან გადაუსვით კვერცხის გული და რძე.
- 7
აცხვეთ 200 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება ოქროსფერი.
15 წუთი
200°C
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 225 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად