უკან რეცეპტებზე
თეთრი ლობიოს მუსი იხვის მკერდით

თეთრი ლობიოს მუსი იხვის მკერდით

ორიგინალური კერძი ქართველი შეფისგან. მოიცავს ნაზ იხვის მკერდს, ჰაეროვან თეთრი ლობიოს მუსს და დამარინადებულ ხახვს. სრულყოფილი ბალანსია არომატების და ტექსტურების.

მომზადება60 წთ
მზადება90 წთ
პორცია4
კალორია/პორცია700
#ქართული#მუსი#ლობიო#იხვი#მაღალი კულინარია

ინგრედიენტები

პორცია
4
  • ბარბექიუს სოუსი30 ml
  • ვუსტერშირის სოუსი15 ml
  • საფერავის ღვინო100 ml
  • რძე200 ml
  • ნაღები50 ml
  • ძმარი30 ml
  • ზეთი50 ml
  • კვერცხის გული2 ცალი
  • მანდარინი1 ცალი

მომზადების ინსტრუქცია

14 ნაბიჯი
  1. 1

    იხვის მკერდს მოაცალეთ კანი, ამოავლეთ მარილსა და პილპილში და გააჩერეთ 10 წუთი.

    10 წუთი

  2. 2

    იხვის მკერდი ტაფაზე მობრაწეთ ორივე მხრიდან, ისე რომ საშუალო დონეზე მიიყვანოთ.

    8 წუთი

  3. 3

    იხვის კანი გაშალეთ საცხობ ქაღალდზე, ზემოდან დააფარეთ საცხობი ქაღალდი, დაადეთ სიმძიმე და გამოაცხვეთ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში 170 გრადუსზე.

    25 წუთი

    170°C

  4. 4

    დემიგლასისთვის ყველა პროდუქტი გარეცხეთ კარგად, უხეშად დაჭერით.

    10 წუთი

  5. 5

    ბოსტნეული და ძვლები მოათავსეთ საცხობ ფორმაზე და შედგით ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე შესაწვავად.

    20 წუთი

  6. 6

    შემდგომ გადაიტანეთ ქვაბში და დაასხით წყალი ისე, რომ ზუსტად დაფაროს, დაუმატეთ ბარბექიუს სოუსი, ვოჩესტერის სოუსი და ოდნავ მარილი, მოადუღეთ საათნახევარი და გაწურეთ.

    90 წუთი

  7. 7

    გადაწურულ მასას დაუმატეთ საფერავი და იხვის კანიდან გამოსული ცხიმი, მოადუღეთ რომ მიიღოთ რედუქცია და სახამებლით გაასქელეთ.

    20 წუთი

  8. 8

    თეთრი ლობიო მოხარშეთ რძეში.

    60 წუთი

  9. 9

    როდესაც მოიხარშება, დააბლენდერეთ ნაღებთან და კარაქთან ერთად, დაამატეთ მარილი და გადაიტანეთ სიფონის აპარატში, მოგაზეთ 4 კაფსულით.

    10 წუთი

  10. 10

    ჟოლო და ძმარი დააბლენდერეთ და წვრილ ბადეში გაატარეთ რომ უხეში ნაწილები არ გაყვეს.

    5 წუთი

  11. 11

    ხახვი გაასუფთავეთ, გაჭერით შუაზე და განცალკევებული ხახვის ფენები დაამარინადეთ ამ მასაში.

    30 წუთი

  12. 12

    ზეთი ჩაასხით ქვაბში, ნაკვერჩხალი გაახურეთ, ჩააწყვეთ ზეთში და გააჩერეთ 10-15 წუთით, შემდეგ წვრილ ბადეში გაფილტრეთ და გააცივეთ.

    20 წუთი

  13. 13

    ხელის ბლენდერით კვერცხის გული ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაუმატეთ შებოლილი ზეთი, რომ შესქელდება მასას დაუმატეთ წვრილად ჩახეხილი შებოლილი სულგუნი და ისევ დააბლენდერეთ სანამ ერთგვაროვან სქელ მასას არ მიიღებთ, დაუმატეთ მარილს.

    15 წუთი

  14. 14

    კერძის აწყობისას სიფონიდან დაასხით თეთრი ლობიოს მუსს შუაში, ჩადეთ იხვის მკერდის ნაჭერი, ცალკე შებოლილი ზეთის ემულსიაზე სეგმენტებად დაააწყვეთ იხვის კანის ჩიფსი, ჟოლოში დამარინადებული ხახვი და ასევე შაქარმოყრილი მობრაწული მანდარინი. სოუსი მოაასხით მირთმევისას.

    10 წუთი

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 300 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

700
კკალ
54
ცილა
30
ნახშირწყალი
39
ცხიმი
6
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.