თევზი ბაჟეში
თევზი ბაჟეში უგემრიელესი კერძია, რომელიც მზადდება შემწვარი თევზით და ნიგვზის სოუსით. ეს არის ტრადიციული ქართული კერძი, რომელიც ხშირად მიირთმევა სადღესასწაულო სუფრებზე.
ინგრედიენტები
- მზესუმზირის ზეთი50 ml
- წყალი200 ml
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
გავასუფთავოთ თევზი, დავჭრათ სასურველ ნაჭრებად და მოვაყაროთ მარილი.
5 წუთი
- 2
დავაყოვნოთ რამდენიმე წუთით.
5 წუთი
- 3
თევზის ნაჭრები ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ზეთიან, კარგად გახურებულ ტაფაზე ორივე მხრიდან.
10 წუთი
- 4
ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დავჭყლიტოთ სპეციალური სახეხით.
5 წუთი
- 5
ნიგოზს დავუმატოთ სუნელები: უცხო სუნელი, დაფქული ქინძი, ყვითელი ყვავილი, წიწაკა და მარილი.
2 წუთი
- 6
დავასხათ 2 სუფრის კოვზი თბილი წყალი და მიღებული მასა ხელით კარგად მოვჭყლიტოთ (დაახლოებით 5-7 წუთი), სანამ ნიგოზი ცხიმს არ გამოყოფს.
7 წუთი
- 7
გამოყოფილი ცხიმი ცალკე შევინახოთ.
- 8
დარჩენილ ნიგვზიან მასას დავუმატოთ გადადუღებული და გაგრილებული წყალი და სასურველ კონსისტენციამდე მივიყვანოთ.
3 წუთი
- 9
შემწვარი თევზი გადავიტანოთ ღრმა ჭურჭელში, დავასხათ მომზადებული ბაჟე და ზემოდან მოვასხათ შენახული ნიგვზის ცხიმი.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 263 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად