ტირამისუ ჩიზქეიქი
ეს არის უგემრიელესი დესერტი, რომელიც აერთიანებს ტირამისუსა და ჩიზქეიქის საუკეთესო თვისებებს. ყავაში დასველებული სავოიარდის ბისკვიტები და ნაზი ყველის კრემი ქმნის დაუვიწყარ გემოს.
მომზადების დრო გადასამოწმებელია. ნაბიჯებში მითითებული დრო არ ემთხვევა შეჯამებას.
ინგრედიენტები
- ყავა200 ml
- ვანილის ექსტრაქტი5 ml
- რძე50 ml
მომზადების ინსტრუქცია
12 ნაბიჯი- 1
მოამზადეთ ყავა და გააცივეთ.
- 2
აიღეთ ორი დასაშლელი ფორმა და ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
5 წუთი
- 3
სავოიარდის ბისკვიტები დაასველეთ ყავაში და ჩაალაგეთ მჭიდროდ ორივე ფორმაში.
10 წუთი
- 4
მოათავსეთ საყინულეში 30 წუთით.
30 წუთი
- 5
ჯამში ათქვიფეთ კრემ ყველი, მასკარპონე და ვანილის ექსტრაქტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
10 წუთი
- 6
ცალკე ქვაბში გააცხელეთ რძე, გახსენით რძეში შაქარი და ჟელატინი.
5 წუთი
- 7
საწურის მეშვეობით ჩაასხით ჟელატინიანი რძე მასკარპონესა და კრემ-ყველის მასაში და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
5 წუთი
- 8
აიღეთ კიდევ ერთი დასაშლელი ფორმა, მასშიც ჩააფინეთ პერგამენტი, ჩაასხით ყველის მასის 1/3-დი და მოათავსეთ მაცივარში 2 საათით.
5 წუთი
- 9
შემდეგ გამოიღეთ, გადაიტანეთ ყველის გამკვრივებულ მასაზე სავოარდის ბისკვიტების პირველი ფენა, მოასხით დარჩენილი ყველის მასის ნახევარი და კვლავ შედგით მაცივარში გასაცივებლად.
5 წუთი
- 10
გამოიღეთ ტირამისუ, დაადეთ სავოარდის ბისკვიტების მეორე ფენა და კვლავ მოასხით ყველის მასა.
5 წუთი
- 11
ისევ გააცივეთ, რათა კარგად გამკვრივდეს ტირამისუ.
120 წუთი
- 12
ბოლოს მოაყარეთ კაკაო, მოათავსეთ ფორმა გაშლილ ჭურჭელზე, მოხსენით ფორმას კიდეები და გემრიელად მიირთვით!
2 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 263 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად