ტრადიციული აღმოსავლური ბაბაგანუში ბადრიჯნისგან
ბაბაგანუში უგემრიელესი აღმოსავლური წასახემსებელია, რომელიც მზადდება ბადრიჯნისგან. ეს რეცეპტი ტრადიციული მეთოდით მომზადების საშუალებას იძლევა და გამოირჩევა მდიდარი არომატით.
ინგრედიენტები
- ლიმონის წვენი30 ml
- ზეითუნის ზეთი45 ml
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
გარეცხეთ ბადრიჯანი და გააშრეთ ქაღალდის პირსახოცით.
5 წუთი
- 2
კბილის ჩხირით მთელ ზედაპირზე დაჩხვლიტეთ, წაუსვით ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე.
5 წუთი
- 3
გამოაცხვეთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში.
30 წუთი
220°C
- 4
ბადრიჯნებს დააფარეთ ალუმინის ქაღალდი (ფოლგა) და დატოვეთ გასაცივებლად.
10 წუთი
- 5
შემდეგ კოვზით ამოიღეთ ბადრიჯნის გული თასში.
5 წუთი
- 6
მწვანილი წვრილად დაჭერით.
5 წუთი
- 7
ბადრიჯნებს დაუმატეთ დაჭერილი ნიორი, ტაჰინის პასტა, პაპრიკა, ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, დაფქული შავი პილპილი და მარილი.
2 წუთი
- 8
დააბლენდერეთ, სანამ არ გახდება ერთგვაროვანი მასა.
3 წუთი
- 9
ბაბაგანუში მოათავსეთ თეფშზე და მოაყარეთ მწვანილი.
0 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 150 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად