უგემრიელესი თურქული სიმითი
ეს არის უგემრიელესი თურქული სიმითის რეცეპტი, რომელიც მზადდება ბაქმაზის ნაცვლად მურაბით ან ბადაგით. იდეალურია საუზმეზე ან წასახემსებლად.
მომზადების დრო გადასამოწმებელია. ნაბიჯებში მითითებული დრო არ ემთხვევა შეჯამებას.
ინგრედიენტები
- თბილი რძე125 ml
- თბილი წყალი60 ml
- კვერცხი1 ცალი
- ზეითუნის ზეთი10 ml
- წყალი50 ml
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
თბილ რძეს დაამატეთ თბილი წყალი, საფუარი, მარილი, შაქარი და ცოტა ფქვილი. კარგად აურიეთ და გაააქტიურეთ აპარა 10 წუთის განმავლობაში.
10 წუთი
- 2
დაამატეთ დარბილებული მარგარინი, კვერცხი და დარჩენილი ფქვილი. მოზილეთ საშუალო სისქის ცომი.
10 წუთი
- 3
ცომს ზემოდან მოასხით ზეითუნის ზეთი და კარგად გადაზილეთ.
2 წუთი
- 4
ცომი დატოვეთ თბილ ადგილას 1 საათით, რომ ამოვიდეს.
60 წუთი
- 5
ცომი გაყავით 100-100 გრამიან გუნდებად და მიეცით სიმითის ფორმა (იხილეთ ვიდეო).
15 წუთი
- 6
მურაბა და წყალი აურიეთ ერთმანეთში.
2 წუთი
- 7
ამოავლეთ სიმითები მურაბის და წყლის მასაში, შემდეგ კი სეზამის მარცვლებში.
5 წუთი
- 8
გადაიტანეთ საცხობ ქაღალდდაფენილ ფორმაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
20 წუთი
180°C
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 200 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად