უნგრული გულიაში ქართულად
ეს არის უნგრული გულიაშის ქართული ვერსია, რომელიც მარტივად მზადდება და აქვს საოცარი გემო. საქონლის ხორცი და ბოსტნეული ნელ-ნელა იხარშება არომატულ სუნელებთან ერთად, რაც მას განსაკუთრებულ გემოს სძენს.
ინგრედიენტები
- ნიორი3 კბილი
- ზეთი3 სუფრის-კოვზი
- ტომატის პასტა2 სუფრის-კოვზი
- ფქვილი1 სუფრის-კოვზი
- წყალი500 ml
- დაფნის ფოთოლი2 ცალი
- მარილი1 ჩაის-კოვზი
- სუნელი (უნივერსალური)1 ჩაის-კოვზი
მომზადების ინსტრუქცია
7 ნაბიჯი- 1
ხორცი და ბოსტნეული დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.
20 წუთი
- 2
ზეთდასხმულ ქვაბში მოვათავსოთ ხორცი და მაღალ ცეცხლზე მოვბრაწოთ.
10 წუთი
- 3
დავუმატოთ დაჭრილი ხახვი, ნიორი და სანელებლები. 2 წუთში დავუმატოთ ტომატპასტა და ფქვილი.
5 წუთი
- 4
ცოტა ხანს მოვშუშოთ და დავასხათ დაბლენდერებული პამიდორი და წყალი.
5 წუთი
- 5
ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 45 წთ.
45 წუთი
- 6
შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი სტაფილო და კარტოფილი, დაფნის ფოთოლი, მარილი და ვხარშოთ კიდევ 1 საათი.
60 წუთი
- 7
სერვირებისას კერძს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 363 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად