ბერლინური ფუნთუშები
ეს რეცეპტით მიიღებთ ჰაეროვან და უგემრიელეს ფუნთუშებს. იდეალურია საუზმეზე ან დესერტად. მარტივი მოსამზადებელია და ძალიან გემრიელი.
ინგრედიენტები
- თბილი რძე200 ml
- მზესუმზირის ზეთი100 ml
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
თბილ რძეში გახსენით საფუარი და გააჩერეთ 10 წუთი.
10 წუთი
- 2
გაადნეთ კარაქი, უნდა იყოს თბილი და არა ცხელი.
- 3
ერთად აურიეთ შაქარი, მარილი, კვერცხი და ფქვილი. დაუმატეთ გამდნარი კარაქი და საფუვრიანი რძე, მოზილეთ ცომი.
- 4
ზილეთ ცომი მანამ, სანამ აღარ მიეკრობა ხელს. ცელოფანგადაკრული თბილად დადგით ასაფუებლად 30 წუთით.
30 წუთი
- 5
ცომი ჩაზილეთ, გააკეთეთ პატარა გუნდები და ტილოგადაფარებული 20 წუთი გააჩერეთ.
20 წუთი
- 6
170 გრადუსზე გახურებულ ზეთში, ფრიტიურში შეწვით ფუნთუშები.
170°C
- 7
ფუნთუშები შეაგრილეთ და საკონდიტრო ტომრით გულში ჩაუდეთ ჯემი ან სხვა სასურველი გულსართი.
- 8
ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრი.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 150 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად