ბეზე
ხრაშუნა და ჰაეროვანი ბეზე, მკითხველის რეცეპტით. მარტივად მოსამზადებელი დესერტი, რომელიც შესანიშნავია ჩაისთან ან ყავასთან ერთად მირთმევისთვის.
ინგრედიენტები
- ვანილის ექსტრაქტი2 ml
- საკონდიტრო გელ-საღებავი2 წვეთი
მომზადების ინსტრუქცია
6 ნაბიჯი- 1
კვერცხის ცილა და შაქრის პუდრი მოათავსეთ ჯამში და ხელის სათქვეფით გათქვიფეთ 3 წუთის განმავლობაში.
3 წუთი
- 2
გადაიტანეთ ორთქლის აბაზანაზე. ქვაბში იმ რაოდენობის წყალი ჩაასხით, რომ ჯამს არ ეხებოდეს. ურიეთ განუწყვეტლივ, ჩანგალი ან ხელის სათქვეფი გამოიყენეთ, შაქარი უნდა გადნეს ბოლომდე.
- 3
როდესაც შაქარი გადნება, გადმოდგით ორთქლის აბაზანიდან და ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ ლიმონმჟავა. თქვიფეთ დაახლოებით 10 -15 წუთის განმავლობაში, ბოლოს დაუმატეთ ვანილი.
15 წუთი
- 4
გადაიტანეთ საკონდიტრო პარკში და დასვით სასურველი ფორმები, ქაღალდი დაუფინეთ და ცოტა ფქვილი მოაყარეთ ფორმას.
- 5
გამოაცხვეთ 70-100°-ზე , კარი ოდნავ შეაღეთ, ცხობის დრო - 3 საათი.
180 წუთი
85°C
- 6
საკონდიტრო ტომარაში ხის ჩხირით გადაანაწილეთ რამოდენიმე წვეთი, და მიიღებთ ისეთს, როგორც ფოტოზეა.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 88 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად