ბეზეს რულეტი
ეს არის ჰაეროვანი და მსუბუქი დესერტი, რომელიც მზადდება ბეზეს ფირფიტისგან და ლიმონის კრემისა და ათქვეფილი ნაღების შიგთავსით. რულეტი ფქვილის გარეშე, რაც მას გლუტენის აუტანლობის მქონე ადამიანებისთვის შესაფერისს ხდის.
ინგრედიენტები
- ლიმონის წვენი5 ml
- ასაღები ნაღები (35%)200 ml
მომზადების ინსტრუქცია
10 ნაბიჯი- 1
კვერცხის ცილა ათქვიფეთ მიქსერით. ბუშტუკებს რომ გაიკეთებს, დაუმატეთ მარილი და ლიმონის წვენი. რომ გათეთრდება, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი და განაგრძეთ თქვეფა, სანამ არ გახდება პრიალა და მყარი.
10 წუთი
- 2
გამოსაცხობ ფორმაზე (დაახლოებით 25x35 სმ) დააფინეთ საცხობი ქაღალდი. ქაღალდი ფორმას კარგად რომ მიეკრას, კუთხეებში ცოტა ბეზე დაიტანეთ, ზედ მოათავსეთ ქაღალდი და დაეწებება.
5 წუთი
- 3
გადაანაწილეთ ბეზე ფორმაში თანაბრად და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთით (დამოკიდებულია ღუმელზე. თუ შეამჩნევთ, რომ თავი ეწვება, მაშინ ტემპერატურას 20 გრადუსით დაუწიეთ და ცხობა 10 წუთით გააგრძელეთ).
20 წუთი
180°C
- 4
სანამ ბეზე ცხვება, მოამზადეთ ლიმონის კრემი. ერთი ლიმონი გახეხეთ, რომ ცედრა მიიღოთ. შემდეგ დაარბილეთ და გამოწურეთ წვენი.
5 წუთი
- 5
კვერცხის გულები, ლიმონის ცედრა, ლიმონის წვენი და შაქარი მოათავსეთ ქვაბში და ცეცხლზე შემოდგით.
- 6
გამუდმებით ურიეთ, სანამ მასა არ გასქელდება. შემდეგ გადმოდგით და ცხელშივე გახსენით კარაქი. გასინჯეთ კრემი. თუკი მწარე მოგეჩვენებათ, კიდევ დაუმატეთ შაქარი გემოვნებით.
10 წუთი
- 7
ნაღები მიქსერით ამოიყვანეთ, სურვილისამებრ დაუმატეთ ცოტა შაქარი (1-2 სუფრის კოვზი).
5 წუთი
- 8
გაციებულ ბეზეს ფირფიტაზე ჯერ ლიმონის კრემი გადაანაწილეთ, შემდეგ - ათქვეფილი ნაღები.
5 წუთი
- 9
ფრთხილად გადაახვიეთ რულეტი. შეგიძლიათ, დამდნარი შოკოლადით ან შაქრის პუდრით გააფორმოთ.
5 წუთი
- 10
რულეტი შედგით მაცივარში 30 წუთით, რომ კრემი გამაგრდეს.
30 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 163 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად