ბრუსკეტა პესტოს სოუსით
ეს არის მარტივი და გემრიელი აპეტაიზერი, რომელიც იდეალურია წვეულებებისთვის ან უბრალოდ სწრაფი წასახემსებლად. ახლად გამომცხვარი პური, არომატული პესტოს სოუსი და წვნიანი ჩერი პომიდორი ქმნის შესანიშნავ კომბინაციას.
ინგრედიენტები
- თბილი წყალი110 ml
- ნიორი2 კბილი
- ზეითუნის ზეთი50 ml
მომზადების ინსტრუქცია
10 ნაბიჯი- 1
საფუარი გავხსნათ ნელთბილ წყალში, დავამატოთ შაქარი და კარგად ავურიოთ.
5 წუთი
- 2
საფუარიან მასას დავაცადოთ 5-10 წუთი, სანამ არ ამოფუვდება.
10 წუთი
- 3
ცალკე ჯამში ჩავყაროთ ფქვილი და მარილი. დავამატოთ საფუვრიანი მასა და მოვზილოთ ცომი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.
5 წუთი
- 4
ცომი დავტოვოთ თბილ ადგილას 40 წუთის განმავლობაში, რომ ამოვიდეს.
40 წუთი
- 5
სანამ ცომი ამოდის, მოვამზადოთ პესტოს სოუსი. ყველა ინგრედიენტი (რეჰანი, ნიორი, კაკალი, პარმეზანი, ზეითუნის ზეთი) მოვათავსოთ ბლენდერში და კარგად დავაბლენდეროთ.
10 წუთი
- 6
ცომი, რომელიც ამოფუვდება, ერთხელ გადავზილოთ და მივცეთ მრგვალი ფორმები.
5 წუთი
- 7
მრგვალ ფორმებს დავაცადოთ 10 წუთი.
10 წუთი
- 8
შევდგათ ღუმელში 180-190 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება ოქროსფერი.
20 წუთი
185°C
- 9
როდესაც პური მომზადდება, გავაციოთ და გავჭრათ შუაზე.
- 10
წავუსვათ პესტოს სოუსი და სურვილისამებრ გავაფორმოთ ფერადი ჩერი პომიდვრებით.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 163 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად