უკან რეცეპტებზე
დიგააგ ქუმბე

დიგააგ ქუმბე

დიგააგ ქუმბე არის სომალური წარმოშობის ქათმის კერძი ქოქოსის რძით, რომელიც გამდიდრებულია არომატული სანელებლებით და მიირთმევენ ბრინჯთან ერთად. ეს კერძი გამოირჩევა თავისი ეგზოტიკური გემოთი და არის შესანიშნავი არჩევანი მათთვის, ვინც ეძებს ახალ კულინარიულ გამოცდილებას.

მომზადება30 წთ
მზადება45 წთ
პორცია4
კალორია/პორცია718
#ქათამი#ცხარე#ქოქოსის რძე#სომალური

ინგრედიენტები

პორცია
4
  • მზესუმზირის ზეთი30 ml
  • იოგურტი (ან მაწონი)150 ml
  • ქოქოსის რძე400 ml

მომზადების ინსტრუქცია

10 ნაბიჯი
  1. 1

    ხახვი დაჭერით, ნიორი გახეხეთ წვრილად.

    5 წუთი

  2. 2

    პომიდორი, წიწაკა და ბულგარული წიწაკა მოათავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ. დაამატეთ ცოტა შაქარი.

    5 წუთი

  3. 3

    ტაფაზე დაასხით ზეთი, დაამატეთ ხახვი და ნიორი. მოშუშეთ 5 წუთის განმავლობაში, სანამ გამჭვირვალე არ გახდება.

    5 წუთი

  4. 4

    დაამატეთ სუნელები: კვლიავი, ქარი, წვრილად დაჭრილი ჯინჯერი, კურკუმა და ჯინჯერის ფხვნილი. როცა სურნელს აუშვებს, დაასხით პომიდვრის მასა.

    3 წუთი

  5. 5

    დაამატეთ იოგურტი (ან მაწონი) და ტომატის პასტა, კარგად ამოურიეთ და დადგით საშუალო ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.

    10 წუთი

  6. 6

    ქათმის ბარკლები გაასუფთავეთ კანისგან, ამოიღეთ ძვალი და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.

    10 წუთი

  7. 7

    დაამატეთ ქათამი და ქოქოსის რძე ბაზას. ამოურიეთ და დააყოვნეთ საშუალო ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში - 10 წუთი თავმოხდილი და 10 წუთი დაფარებული.

    20 წუთი

  8. 8

    ბოლო 5 წუთის განმავლობაში დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი.

    5 წუთი

  9. 9

    პარალელურად მოხარშეთ ბრინჯი მარილთან და მიხაკის რამდენიმე მარცვალთან ერთად.

  10. 10

    მიირთვით ბანანთან ერთად. თეფშზე ზევიდან მოაყარეთ მიკრო ქინძი ან ჩვეულებრივი ქინძი გაფორმებისთვის და გემოსთვის. მოაყარეთ დაღერღილი წითელი წიწაკა.

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 400 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

718
კკალ
54.4
ცილა
54
ნახშირწყალი
32.4
ცხიმი
6.8
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.