დიტრიხას პიცა
ეს არის უგემრიელესი პიცა წითელი დოლის ფქვილით, დამბალხაჭოთი და რაჭული ლორით. ომბალოს ზეთითა და თაფლის ტოპინგით კი ის განსაკუთრებულ გემოს იძენს.
ინგრედიენტები
- თბილი წყალი200 მლ
- ზეითუნის ზეთი30 მლ
- ნიორი2 კბილი
- რძე100 მლ
- ზეითუნის ზეთი (ომბალოსთვის)60 მლ
- თაფლი2 ს/კ
- ცხარე წიწაკა1 ცალი
- ანისი1 ჩ/კ
მომზადების ინსტრუქცია
6 ნაბიჯი- 1
ცომის მომზადება: თბილ წყალში გახსენით საფუარი და შაქარი. დაუმატეთ ფქვილი, მარილი და ზეთი. მოზილეთ ცომი 10 წუთის განმავლობაში. დაასვენეთ 20 წუთით.
30 წუთი
- 2
სოუსის მომზადება: წვრილად დაჭრილი ნიორი მოთუშეთ კარაქში. დაუმატეთ ფქვილი და მოურიეთ შესქელებამდე. დაუმატეთ რძე, კრემ ყველი, მარილი და პილპილი. ბოლოს დაუმატეთ დაფშხვნილი დამბალხაჭო.
15 წუთი
- 3
ომბალოს ზეთის მომზადება: ომბალო და ზეთი აურიეთ ბლენდერში. გააცხელეთ ქვაბში და პირველი წამოდუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან. გაწურეთ მარლით.
10 წუთი
- 4
თაფლის ტოპინგის მომზადება: თაფლი, წიწაკა, ნიორი და ანისი აურიეთ ბლენდერში და გააჩერეთ ფერმენტაციისთვის.
5 წუთი
- 5
პიცის აწყობა: ცომი გააბრტყელეთ, წაუსვით გაციებული თეთრი სოუსი. მოაყარეთ პირშუშხას სეგმენტები, დამბალხაჭო და მოცარელა. ზემოდან დაალაგეთ რაჭული ლორი და სოკო. გამოაცხვეთ ღუმელში 220 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაში.
15 წუთი
220°C
- 6
მომზადებულ პიცას მოასხით ომბალოს ზეთი და თაფლის ტოპინგი.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 370 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად