ეკლერები მოხარშული კრემით
ნაზი ეკლერები მოხარშული კრემით - კლასიკური დესერტი, რომელიც ყველას უყვარს. ეს რეცეპტი მარტივია და საშუალებას გაძლევთ სახლში მოამზადოთ უგემრიელესი დესერტი.
ინგრედიენტები
- რძე500 ml
- წყალი50 ml
- კვერცხი3 ცალი
- კვერცხის გული3 ცალი
- ვანილი5 ml
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
ქვაბში გავაცხელოთ რძე (შეგვიძლია წყალთან გავაზავოთ). ჩავამატოთ კარაქი და მარილი.
5 წუთი
- 2
კარაქი რომ ბოლომდე გადნება ჩავყაროთ ფქვილი და ხის კოვზით ვურიოთ.
5 წუთი
- 3
როცა ცომი ქვაბის კედლებიდან ადვილად დაიწყებს მოშორებას და მოგუნდავდება, ცეცხლიდან გადმოვიღოთ.
5 წუთი
- 4
შემდეგ დავამატოთ კვერცხები და თან ვთქვიფოთ.
5 წუთი
- 5
შემდეგ ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და ცხიმწასმულ ან ქაღალდჩაფენილ ფორმაში 5 სმ შუალედებით დავსვათ სასურველი ზომის ეკლერები ან შუ.
10 წუთი
- 6
გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
30 წუთი
180°C
- 7
გაციებული ეკლერები ამოვავსოთ კრემით, ზემოდან კი გამდნარი შოკოლადის მინანქრით დავფაროთ.
- 8
კრემს ვამზადებთ ასე: კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ. დავამატოთ ვანილი, რძე, ფქვილი და სახამებელი.
5 წუთი
- 9
შევასქელოთ დაბალ ცეცხლზე, გამუდმებული მორევით.
10 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 188 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად