კიში ბეკონით
ეს არის უგემრიელესი კიში ბეკონითა და ყველით, ინგლისური რეცეპტის მიხედვით. იდეალურია საუზმეზე, ლანჩზე ან ვახშამზე.
ინგრედიენტები
- წყალი60 ml
- კვერცხი3 ცალი
- რძე100 ml
- ნაღები100 ml
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
ცომის მოსამზადებლად, დარბილებული კარაქი დაჭერით ოთხკუთხედებად და ხელით შეურიეთ ფქვილს, სანამ მასა პურის ნამცეცებს არ დაემსგავსება. შემდეგ დაამატეთ ცოტა წყალი და მწიკვი მარილი. მოზილეთ ისეთი ცომი, რომ ხელზე არ მიგეკროთ, მაგრამ რბილი იყოს. ცომისგან გააკეთეთ გუნდა, შეახვიეთ ცელოფანში და 1 საათით შედეთ მაცივარში, რათა კარგად გაბრტყელდეს.
30 წუთი
- 2
ცომი ფქვილით დაფარულ ზედაპირზე გააბრტყელეთ, გადაკეცეთ და კვლავ გააბრტყელეთ. ეს პროცედურა გაიმეორეთ სამჯერ. ასე მომზადებული ცომი იქნება უფრო მსუბუქი. შემდეგ გაბრტყელებული ცომი მრგვალ საცხობ ფორმაში ჩააფინეთ, ჩანგლით დახვრიტეთ.
15 წუთი
- 3
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 12-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ და დაელოდეთ, რომ გაცივდეს.
15 წუთი
180°C
- 4
ბეკონი პატარა ნაჭრებად დაჭერით და შეწვით, სანამ ყავისფერს არ მიიღებს.
10 წუთი
- 5
ათქვიფეთ კვერცხი, შემდეგ დაამატეთ რძე, ნაღები, მარილი და პილპილი და ჩაასხით უკვე გამომცხვარ ფორმაში. შემდეგ დაუმატეთ გახეხილი ყველი და ბეკონი.
5 წუთი
- 6
პომიდორი მრგვალ ნაჭრებად დაჭერით და ზემოდან მოაწყვეთ.
5 წუთი
- 7
ღუმელს დაუწიეთ 160 გრადუსამდე და კიში გამოაცხვეთ 30-40 წუთის განამავლობაში ან მანამდე, სანამ კვერცხი არ გამაგრდება - ამის შესამოწმებლად შეგიძლიათ ოდნავ გაამოძრავოთ ნამცხვრის ფორმა და თუ კვერცხი შიგნით ილაყლაყებს, ესე იგი მომზადება აკლია.
40 წუთი
160°C
- 8
კიში გააგრილეთ დაახლოებით 15 წუთი და მხოლოდ შემდეგ დაჭერით.
15 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 225 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად