უკან რეცეპტებზე
მინი ტარტები ყურძნით

მინი ტარტები ყურძნით

უგემრიელესი მინი ტარტები ხრაშუნა ცომით, ნაზი კრემითა და ახალი ყურძნით. ეს დესერტი შესანიშნავია სადღესასწაულო სუფრისთვის ან უბრალოდ ტკბილი სიამოვნებისთვის.

მომზადების დრო გადასამოწმებელია. ნაბიჯებში მითითებული დრო არ ემთხვევა შეჯამებას.

მომზადება-
მზადება-
პორცია4
კალორია/პორცია612
#დესერტი#ცომეული#ტარტალეტები#ტარტი#ხილის ნამცხვარი#ტარტ ტატენი

ინგრედიენტები

პორცია
4
  • რძე100 ml
  • ნაღები (კრემისთვის)100 ml
  • ნაღები (განაშისთვის)75 ml

მომზადების ინსტრუქცია

15 ნაბიჯი
  1. 1

    ფქვილი და მარილი ერთმანეთს შეურიეთ.

    5 წუთი

  2. 2

    დარბილებული კარაქი გათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ შაქარი და კვერცხი. თქვიფეთ შაქრის ბოლომდე გადნობამდე.

    5 წუთი

  3. 3

    ბოლოს დაუმატეთ ფქვილი. მივიღებთ შეკრულ ცომს.

    3 წუთი

  4. 4

    ცომი გაახვიეთ საკვებ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

    30 წუთი

  5. 5

    ტარტის ან ტარტალეტის ფორმას ოდნავ მოუსვით ზეთი ან კარაქი.

    2 წუთი

  6. 6

    ჩადეთ ცივი ცომი და კარგად ამოიყვანეთ გვერდები. გადააფარეთ საკვები ცელოფანი და გააჩერეთ საყინულეში 15 წუთი.

    10 წუთი

  7. 7

    გამოცხობამდე დაჩხვლიტეთ ჩანგლით.

    1 წუთი

  8. 8

    გაახურეთ ღუმელი 180 გრადუს ტემპერატურაზე და გამოაცხვეთ სანამ ოქროსფერს მიიღებს.

    15 წუთი

    180°C

  9. 9

    მოვხარშოთ კრემი: რძე და ნაღები ავადუღოთ.

    5 წუთი

  10. 10

    ცალკე ჯამში ავთქვიფოთ გულები, შაქარი, სახამებლები და დავუმატოთ ადუღებულ რძეს და ნაღებს. განუწყვეტლივ ვურიოთ.

    5 წუთი

  11. 11

    ადუღებიდან 2-3 წუთში კრემი მზადაა. ვაცივებთ ოთახის ტემპერატურაზე.

    3 წუთი

  12. 12

    მოვამზადოთ თეთრი შოკოლადის განაში: 75 გ თეთრი შოკოლადი და 75 გ 35%-იანი ნაღები დავდგათ ორთქლის აბაზანაზე და ვურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას მივიღებთ.

    10 წუთი

  13. 13

    შევდგათ მაცივარში მინიმუმ 4 საათი ან მთელი ღამე.

    240 წუთი

  14. 14

    კარგად ჩაცივებული განაში ავთქვიფოთ მიქსერით.

    5 წუთი

  15. 15

    ამ ორი კრემის კომბინაციით ავავსოთ ტარტები. მოვრთოთ ყურძნის მარცვლებით.

    10 წუთი

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 225 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

612
კკალ
11.3
ცილა
58.5
ნახშირწყალი
37.6
ცხიმი
2.5
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.