ქათამი ფორთოხლის სოუსში
არომატული და ორიგინალური კერძი, ქათმის ფილე ფორთოხლის სოუსში ჩირითა და ნიგვზით. ფორთოხლის ცედრა და წვენი კერძს განსაკუთრებულ გემოს სძენს.
ინგრედიენტები
- ფორთოხალი2 ცალი
- მარილი2 ჩაის-კოვზი
- შავი პილპილი½ ჩაის-კოვზი
- მცენარეული ზეთი2 სუფრის-კოვზი
მომზადების ინსტრუქცია
7 ნაბიჯი- 1
ქათმის ფილე გავრეცხოთ და საწურზე გადავიტანოთ, რომ დაიწრიტოს.
5 წუთი
- 2
ფორთოხალს მოვახეხოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი.
5 წუთი
- 3
ჩირი (წინასწარ გარეცხილი და გამშრალი) დავჭრათ.
5 წუთი
- 4
ფილეს წავუსვათ მარილი და პილპილი, კარგად შევაზილოთ ხელით.
2 წუთი
- 5
გახურებულ ტაფაზე მოვასხათ 1-2 ს.კ. ზეთი და ფილე ორივე მხრიდან დავბრაწოთ. ბოლოს ნიგოზიც მოვაყაროთ და ოდნავ მოვხალოთ.
8 წუთი
- 6
შემწვარი ფილე გადავიტანოთ საცხობ ფორმაში. ბასრი დანით ჩავჭრათ და ამოვავსოთ ჩირით.
5 წუთი
- 7
შემდეგ მოვაყაროთ დარჩენილი ჩირი, ფორთოხლის ცედრა და მოხალული ნიგოზი. მოვასხათ ფორთოხლის წვენი და 20-25 წუთით შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
25 წუთი
180°C
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 200 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად