უკან რეცეპტებზე
მილფეი მარწყვის ჯემით

მილფეი მარწყვის ჯემით

ეს არის მილფეის გამარტივებული ვერსია, რომელიც ნაპოლეონის ნამცხვრის ალტერნატივაა. ცომის ფენებს შორის არის კრემი და მარწყვის ჯემი, რომელიც ამ დესერტს განსაკუთრებულ გემოს სძენს.

მომზადება30 წთ
მზადება35 წთ
პორცია4
კალორია/პორცია903
#დესერტი#ცომეული#მარწყვის ნამცხვარი#ტკბილი#ფენოვანი ცომი#ნაპოლეონი#მარწყვი#მილფეი#ჟელეს დესერტი

ინგრედიენტები

პორცია
4
  • კვერცხის გულები4 ცალი
  • რძე500 ml
  • ვანილის ექსტრაქტი1 ჩაის-კოვზი

მომზადების ინსტრუქცია

8 ნაბიჯი
  1. 1

    გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.

    200°C

  2. 2

    ცომის ფენა მოათავსეთ ქაღალდდაფენილ, ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე. ზემოდან მოაყარეთ 0,5 ჩ.კ. შაქარი, დააფინეთ მეორე ქაღალდი, წაუსვით ფუნჯით წყალი და დაადეთ მეორე თუნუქის ფურცელი და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში.

    15 წუთი

    200°C

  3. 3

    15 წუთის შემდეგ ფენა გამოიღეთ, მოაშორეთ ქაღალდი, ამოატრიალეთ, მოაყარეთ 0,5 ჩ.კ. შაქარი, მეორე ქაღალდი ისევ დააფარეთ და შეაბრუნეთ ღუმელში 10 წუთით. ამ მეთოდით გამოაცხეთ დანარჩენი 3 ფენაც.

    10 წუთი

    200°C

  4. 4

    კვერცხის გულები და შაქარი კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ ფქვილი და ნელ-ნელა დაასხით რძე.

  5. 5

    კრემის მასა მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე. როცა ადუღდება, 2 წუთი გააჩერეთ და გადმოდგით, შემდეგ აურიეთ ვანილი და გააცივეთ.

    2 წუთი

  6. 6

    გაგრილებულ კრემს შეათქვიფეთ კარაქი.

  7. 7

    ნამცხვრის ერთ ფენას წაუსვით კრემი, დაადეთ მეორე ფენა და წაუსვით მარწყვის ჯემი. ზემოდან დაადეთ მესამე ფენა და წაუსვით კრემი, მეოთხე ფენის ბოლოს მოაყარეთ შაქრის პუდრი.

  8. 8

    ნამცხვარი შედგით მაცივარში 30 წუთით, რომ კრემი გამაგრდეს.

    30 წუთი

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 300 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

903
კკალ
15
ცილა
87
ნახშირწყალი
54
ცხიმი
1.5
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.