ტარხუნის პიურე ორაგულით
ეს არის დახვეწილი კერძი, რომელიც აერთიანებს ტარხუნის სიახლეს ორაგულის სინაზესთან და კარამელიზებული ნუშით დამატებულ ტკბილ არომატს. იდეალურია განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ან უბრალოდ გემრიელი ვახშმისთვის.
ინგრედიენტები
- წყალი100 ml
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
ტარხუნის პიურესთვის: წვრილად დაჭერით ხახვი და მოხრაკეთ კარაქში ოქროსფრად.
10 წუთი
- 2
გარეცხეთ ტარხუნა, მოაშორეთ ღერები. 300 გრამი ტარხუნა დაუმატეთ მოხრაკულ ხახვს და მოთუშეთ 3-5 წუთი.
5 წუთი
- 3
ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ პიურედ.
2 წუთი
- 4
კარამელიზებული ტარხუნასთვის: 200 გრ შაქარს დაუმატეთ 100 მლ წყალი და ადუღეთ 10 წუთი.
10 წუთი
- 5
როცა სიროფი ოდნავ შესქელდება, დაამატეთ დარჩენილი 300 გრ ტარხუნა და ადუღეთ 15-20 წუთი.
20 წუთი
- 6
ამოიღეთ კარამელიზებული ტარხუნა და დაალაგეთ თეფშზე გასაცივებლად.
5 წუთი
- 7
კარამელიზებული ნუშისთვის: ტაფაზე ცოტა კარაქში მოხრაკეთ ნუში 1 წუთი, დაამატეთ ტარხუნის სიროფი და გააჩერეთ რამდენიმე წუთი.
5 წუთი
- 8
ორაგული დაჭერით 4 ნაწილად. შეწვით ტაფაზე პერგამენტის ქაღალდის გამოყენებით.
10 წუთი
- 9
სერვირება: ფორმის მეშვეობით დადეთ ტარხუნის პიურე. ზემოდან დააწყვეთ კარამელიზებული ტარხუნა, შემდეგ ორაგულის ნაჭერი და ისევ კარამელიზებული ტარხუნა. დაამატეთ კარამელიზებული ნუში.
5 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 263 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად