ქათმის რიზოტო ლაიმით
ქათმის ბარკლის ბულიონზე მომზადებული რიზოტო, არომატული ლაიმის ცედრითა და პარმეზანით. გამორჩეული გემო და მარტივი მომზადება.
ინგრედიენტები
- ლაიმი2 ცალი
- თეთრი მშრალი ღვინო100 ml
- ზეითუნის ზეთი30 ml
მომზადების ინსტრუქცია
8 ნაბიჯი- 1
ქათმის ბარკლები ჩავყაროთ ცივ წყალში, დავამატოთ ცოტა მარილი, დაველოდოთ ადუღებას, მოვხსნათ ქაფი, 35-40 წუთი ვხარშოთ, სანამ არ გამოვა ცხიმიანი ბულიონი.
40 წუთი
- 2
სანამ ბულიონი მზადდება, წვრილად დავჭრათ ხახვი და ნიორი.
10 წუთი
- 3
2 ლაიმს გავაცალოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი.
5 წუთი
- 4
გავაცხელოთ ღრმა სქელძირიანი ქვაბი, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და 40გრ კარაქი. დავყაროთ დაჭრილი ხახვი და ნიორი, დავიწყოთ მოშუშვა, სანამ არ მივიღებთ ოქროსფერს.
8 წუთი
- 5
მოხარშული ბარკლის ხორცი გამოვაცალოთ ძვლებს და კანს და დავჭრათ წვრილად.
10 წუთი
- 6
მოშუშულ ხახვსა და ნიორში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ბარკლის ხორცი, 2-3 წუთი ვთუშოთ და შემდეგ დავასხათ ღვინო, ვაცადოთ, სანამ აორთქლდება ალკოჰოლი.
5 წუთი
- 7
ბრინჯი ერთი კოვზი, ერთი კოვზი ბულიონი, და ესე ვიმეორებთ, ბულიონს არ ვამატებთ სანამ წინა კოვზი არ შეიწოვება ბრინჯით. ვხარშოთ დაახლოებით 20 წუთი.
20 წუთი
- 8
როცა მასა მზად იქნება, მიაქციეთ ყურადღება, სისქელეს, უნდა იყოს ფაფისებრი სტრუქტურა, კარგად იშლებოდეს და წვენსაც ინახავდეს, ვსინჯავთ მარილზე და საჭიროებისამებრ ვამატებთ. დავამატოთ დაწურული ლაიმის წვენი, ცედრის ნახევარი, ყველი და დარჩენილი კარაქი. კარგად შევურიოთ, ბოლოს დავამატოთ დარჩენილი ცედრა.
2 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 300 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად