ატმის ტორტი-სუფლე
გააკეთეთ უგემრიელესი და მარტივი ატმის ტორტი-სუფლე გამოცხობის გარეშე. ეს არის შესანიშნავი დესერტი ზაფხულისთვის, რომელიც აუცილებლად გაახარებს თქვენს სტუმრებს.
მომზადების დრო გადასამოწმებელია. ნაბიჯებში მითითებული დრო არ ემთხვევა შეჯამებას.
ინგრედიენტები
- წყალი50 ml
- ნაღები (30% ცხიმიანობა)300 ml
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
ორცხობილა დააქუცმაცეთ, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და კვლავ დააქუცმაცეთ.
5 წუთი
- 2
გადაიტანეთ ფორმაში (18 სმ დიამეტრი) და დაპრესეთ. შედგით მაცივარში გასაგრილებლად.
5 წუთი
- 3
ატამი გათალეთ და კუბებად დაჭერით. ნახევარი დააბლენდერეთ.
10 წუთი
- 4
ჟელატინი წყალში დაალბეთ და დააყოვნეთ.
5 წუთი
- 5
ნაღები კარგად ამოიყვანეთ, დაუმატეთ შაქარი, გაწურული მაწონი (ან იოგურტი, ან არაჟანი), შესქელებული რძე და ატმის პიურე, კვლავ დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
10 წუთი
- 6
ჟელატინი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში და შეათქვიფეთ კრემს.
5 წუთი
- 7
ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი ატამი და ფრთხილად ამოურიეთ.
2 წუთი
- 8
კრემ-მუსი გადაიტანეთ ფორმაში, თავი მოუსწორეთ, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და 4 საათით მაცივარში შედგით.
240 წუთი
- 9
ბოლოს სურვილისამებრ მორთეთ ნაღების კრემით (ნაღები + შაქარი) და ცოცხალი ატმით.
5 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 300 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად