უკან რეცეპტებზე
შუ ჩაქაფული

შუ ჩაქაფული

ეს არის ჩაქაფულის უჩვეულო ვარიაცია, რომელიც წარმოდგენილია შუს ფორმაში. ტრადიციული ჩაქაფული ხორცის შიგთავსი მოთავსებულია ნაზ შუს კრემთან ერთად, რაც ქმნის განსაკუთრებულ და გემრიელ კერძს.

მომზადება60 წთ
მზადება60 წთ
პორცია4
კალორია/პორცია612
#ქართული#ხორცი#ჩაქაფული#შუ

ინგრედიენტები

პორცია
4
  • წყალი200 ml
  • თეთრი ღვინო100 ml
  • რძე120 ml

მომზადების ინსტრუქცია

9 ნაბიჯი
  1. 1

    ხორცი დაჭერით საშუალო ზომებად, მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და წიწაკა, შემდეგ უხეშად დაჭრილი მწვანილი (ქინძი,ტარხუნა,ოხრახუში ) ჩაახეხეთ ნიორი, დაუმატეთ წყალი და ღვინო, შემდეგ ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში.

    30 წუთი

  2. 2

    ჩაქაფუკის კრემის მომზადება: ტარხუნას, ქინძს, ოხრახუშს, მწვანე ხახვსა და წიწაკას დაუმატეთ 2 კოვზი ბულიონი (უკვე მომზადებული ჩაქაფულის წვენისგან) და დააბლენდერეთ. გააგრილეთ, დაუმატეთ შაქრის პუდრა და კრემ ყველი. მოურიეთ კარგად და დაასვენეთ მაცივარში 20 წუთით.

    20 წუთი

  3. 3

    შუ: ქვაბში მოათავსეთ: რძე, კარაქი, მარილი, შაქარი და წამოადუღეთ. დაამატეთ ფქვილი, ერთჯერადად მოურიეთ კარგად და მოთუშეთ საშუალო ცეცხლზე 10 წუთით.

    10 წუთი

  4. 4

    შემდეგ, გადმოვიტანეთ ახალ თასში და შეათქვიფეთ კვერცხი მიქსერის საშუალებით.

  5. 5

    მიეცით შუს სასურველი ფორმა, დაადეთ შტროიზელი ზემოდან.

  6. 6

    გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 15-20 წუთით.

    20 წუთი

    180°C

  7. 7

    შტროიზელი: ნუში, შაქრის პუდრა, ფქვილი, კარაქი და ვანილი მოზილეთ ერთად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

  8. 8

    შემდეგ, გააბრტყელეთ თხლად, პერგამენტის ქაღალდზე და გაყინეთ.

  9. 9

    აწყობა: შუ გაჭერით შუაზე, კრემი წავუსვით მხოლოდ რკალზე და შიგნით, მოათავსეთ ხორცი ზემოდან და დააფაროთ შუს თავი.

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 263 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

612
კკალ
40.7
ცილა
29.4
ნახშირწყალი
36.5
ცხიმი
4.5
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.