ჯემიანი კრუასანი
სახლში გამომცხვარი, უგემრიელესი ჯემიანი კრუასანები შესანიშნავი საუზმეა მთელი ოჯახისთვის. მარტივი რეცეპტით თქვენ შეძლებთ მოამზადოთ ფუმფულა და არომატული კრუასანები, რომლებიც ყველას მოეწონება.
ინგრედიენტები
- თბილი წყალი100 ml
- ცივი რძე100 ml
- მზესუმზირის ზეთი40 ml
მომზადების ინსტრუქცია
10 ნაბიჯი- 1
თბილ წყალში გახსენით რძე, საფუარი და შაქარი. კარგად აურიეთ და დააფარეთ თავზე. გააჩერეთ, სანამ საფუარი არ ამოფუვდება (დაახლოებით 10-15 წუთი).
15 წუთი
- 2
დაამატეთ მარილი, ზეთი და ფქვილი. მოზილეთ ცომი, სანამ ხელზე აღარ გეკრობათ.
10 წუთი
- 3
ცომი დადეთ თბილ ადგილას ამოსაფუებლად, დაახლოებით 1 საათით.
60 წუთი
- 4
ცომი გაყავით 10 თანაბარ ნაწილად და გააჩერეთ კიდევ 10 წუთით.
10 წუთი
- 5
გააბრტყელეთ ათივე გუნდა 20 სმ დიამეტრზე. წაუსვით თითოეულს ზეთი.
15 წუთი
- 6
დააწყვეთ ერთმანეთზე გაბრტყელებული ცომები. გადმოაბრუნეთ და გააბრტყელეთ მაქსიმალურად, დაახლოებით 5 მმ სისქემდე.
5 წუთი
- 7
დაჭერით 16 ნაწილად. თითოეული ნაჭრის განიერ კუთხეში დადეთ 1 ჩაის კოვზი ჯემი.
10 წუთი
- 8
გადაახვიეთ და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე.
5 წუთი
- 9
ზემოდან გადაუსვით კვერცხის გული.
2 წუთი
- 10
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 35-40 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
40 წუთი
180°C
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 163 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად