უკან რეცეპტებზე
მაწვნის დესერტი
დესერტისაშუალო

მაწვნის დესერტი

ეს არის უგემრიელესი და ორიგინალური დესერტი, რომელიც მაწვნის კრემის, ბრინჯის ფირფიტებისა და კამა-მაწვნის სოუსისგან შედგება. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია და ნამდვილად გააოცებთ თქვენს სტუმრებს.

მომზადება45 წთ
მზადება10 წთ
პორცია4
კალორია/პორცია536
#ქართული#დესერტი#კამა#მაწონი

ინგრედიენტები

პორცია
4
  • წყალი50 მლ

მომზადების ინსტრუქცია

7 ნაბიჯი
  1. 1

    მაწვნის კრემისთვის, დარბილებული კარაქი თქვიფეთ ნელ-ნელა, დაამატეთ შაქრის პუდრა და ასევე კრემყველი, მასკარპონე, გაწურული მაწონი, ლაიმის ფრეში და ლაიმის ცედრა.

    15 წუთი

  2. 2

    ბრინჯის ფირფიტებისთვის, კვერცხის ცილას დაასხით გამდნარი კარაქი და კარგად მოურიეთ, დაუმატეთ შაქარი, ფქვილი და მოხარშული ბრინჯი.

    15 წუთი

  3. 3

    ეს მასა თხლად წაუსვით საცხობ ქაღალდზე და გამოაცხვეთ 160 გრადუსზე, 8-10 წუთით.

    10 წუთი

    160°C

  4. 4

    მაწვნის კამიანი სოუსისთვის, კამა დააბლენდერეთ წყალთან ერთად.

    5 წუთი

  5. 5

    გადაიტანეთ ეს მასა პატარა ქვაბში, დაუმატეთ ჟელატინი და წამოადუღეთ.

    5 წუთი

  6. 6

    შემდეგ ეს მასა მაცივარში გააცივეთ რომ დაჟელატინდეს.

    30 წუთი

  7. 7

    დააბლენდერეთ მაწონთან ერთად, დაუმატეთ ოდნავ მარილი.

    5 წუთი

საკვები ღირებულება

1 პორცია ≈ 278 გ

კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.

536
კკალ
15.8გ
ცილა
33.3გ
ნახშირწყალი
38.6გ
ცხიმი
1.4გ
ბოჭკოვანი

ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია

პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.

შედი ჩანაწერის შესანახად

⭐შეფასებები

შესვლა შესაფასებლად.