ორაგული არაციმგალთან, ბროწეულის რედუქციასთან და აჯიკის სორბეტთან
ეს არის დახვეწილი კერძი, რომელიც აერთიანებს ორაგულის სინაზეს არაციმგალის კრემისებურ ტექსტურასთან, ბროწეულის რედუქციის სიტკბოსა და აჯიკის სორბეტის პიკანტურ სიგრილეს. კერძი შესანიშნავია განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.
ინგრედიენტები
- რძე100 ml
- ნაღები (36%)100 ml
- კვერცხის გული2 ცალი
- ბროწეულის წვენი200 ml
- ნაშარაბი10 ml
- მიხაკი2 ცალი
- მცენარეული ზეთი10 ml
- ძმარი5 ml
- ნიორი2 კბილი
- პატარა ხახვი4 ცალი
მომზადების ინსტრუქცია
7 ნაბიჯი- 1
ორაგულის ფილე დაასუვიდეთ 50 გრადუსზე, 30 წუთით.
30 წუთი
50°C
- 2
არაციმგალი: ქვაბში ჩააგდეთ კარაქი, დაუმატეთ მჭადის ფქვილი და მოხალეთ დაახლოებით 2 წუთში. მოასხით რძე და ნაღები, შემდეგ კვერცხის გული და შებოლილი სულგუნი. გადმოიტანეთ ფორმებში.
15 წუთი
- 3
ბროწეულის რედუქცია: ბროწეულის წვენი ჩაასხით ქვაბში, მოაყარეთ შაქარი, მარილი, მოასხით ნაშარაფი და დაუმატეთ მიხაკი. დაარედიუსეთ.
20 წუთი
- 4
წითელი დეკორი: ხორბლის ფქვილს დაუმატეთ ზეთი, მარილი და წყალი. მოათავსეთ სილიკონის ფორმებში და მოსხეთ სანამ არ გახდება ხრაშუნა.
25 წუთი
180°C
- 5
აჯიკის სორბეტი: წითელი ბულგარულები გამოაცხვეთ, შემდეგ მოაშორეთ კანი და ჩაყარეთ ქვაბში. დაუმატეთ აჯიკა, ძმარი და ნიორი დააბლენდერეთ. დაუმატეთ აგარ-აგარი, როგორც კი შესქელდება გაყინეთ მაცივარში.
40 წუთი
- 6
სოკო და პატარა ხახვები: სოკო და პატარა ხახვები მოამზადეთ სურნელოვან კარაქში, ქონდართან ერთად.
15 წუთი
- 7
პიტნიანი ნადუღის ფროსტინგი: ნადუღს დაუმატეთ კარაქი და პიტნა დააბლენდერეთ. გაატარეთ საწურში.
10 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 250 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად