მწვადი და სალათა
კლასიკური ქართული მწვადი და ორიგინალური სალათა იმუნიტეტის გასაძლიერებლად. სალათა შეიცავს ახალ ბოსტნეულს, მწვანილს, გუდის ყველს და კარამელიზირებულ ყურძენს, რაც მას განსაკუთრებულ გემოს სძენს.
ინგრედიენტები
- მშრალი წითელი ღვინო100 ml
- მცენარეული ზეთი30 ml
მომზადების ინსტრუქცია
9 ნაბიჯი- 1
ხორცი დაჭერით სასურველ ზომებად და მოაყარეთ მარილი.
5 წუთი
- 2
ხორცი ააცვით შამფურზე და შეწვით ნაკვერჩხალზე.
20 წუთი
- 3
ტაფაზე დაასხით ღვინო, დაამატეთ შაქარი და გახსენით სითხეში.
2 წუთი
- 4
წამოდუღების შემდეგ შედარებით დაბალ ცეცხლზე დაამატეთ ყურძენი და დაღერღილი წიწაკა, მოთუშეთ 5-6 წთ-ის განმავლობაში, თან ურიეთ. გამოიყენეთ ყურძენი სალათის მოსართავად.
6 წუთი
- 5
ჭურჭელში ჩაასხით ზეთი, ჩაყარეთ დაკეპილი ქინძი, ოხრახუში, ნიორი, დაამატეთ დიჟონის მდოგვი, გამოწურეთ ლიმონის წვენი და დანაყეთ ერთად.
10 წუთი
- 6
დაჭერით კიტრი და პამიდორი სასურველ ზომებად, ჩაყარეთ დაპუტული რეჰანი.
5 წუთი
- 7
მოასხით დრესინგი სალათას და ამოურიეთ.
2 წუთი
- 8
გადაიტანეთ სალათა სასურველ ჭურჭელში, მოაყარეთ გუდის ყველი და კარამელიზირებული ყურძენი.
5 წუთი
- 9
მწვადი და სალათა მოათავსეთ სასურველ ჭურჭელში და გემრიელად მიირთვით.
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 338 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად