ტარტი მაყვლის მურაბით
ეს არის ტრადიციული ქართული ტარტის რეცეპტი, რომელიც გამოირჩევა ხრაშუნა ცომითა და ნაზი კრემით. მაყვლის მურაბა ტარტს განსაკუთრებულ არომატსა და სიტკბოს მატებს. რეცეპტი მარტივია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი მომზადება.
ინგრედიენტები
- კვერცხი1 ცალი
- კვერცხის გული2 ცალი
- რძე250 ml
მომზადების ინსტრუქცია
11 ნაბიჯი- 1
პატარა კუბიკებად დაჭრილი ცივი კარაქი ავურიოთ ფქვილში, გამაფხვიერებელსა და შაქარში. ხელით კარგად ავაფხვიეროთ.
10 წუთი
- 2
დავუმატოთ არაჟანში ათქვეფილი კვერცხი და მოვზილოთ ცომი.
5 წუთი
- 3
ცომი გავანაწილოთ ფორმაზე (30სმ დიამეტრის). კარგად ამოვიყვანოთ გვერდები და შევდოთ საყინულეში 5 წუთით.
5 წუთი
- 4
ცომი ჩანგლით დავჩხვლიტოთ.
2 წუთი
- 5
ვაცხოთ 180 გრადუსზე, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
20 წუთი
180°C
- 6
კრემის მომზადება: კვერცხის გულს დავუმატოთ შაქარი, მარილი, ვანილი, სახამებელი და რძე. მასა კარგად გავაერთიანოთ.
5 წუთი
- 7
შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე, მუდმივი მორევით. როცა შესქელდება, გადმოვდგათ.
10 წუთი
- 8
დავუმატოთ ცხელს 50გრ კარაქი, ისევ კარგად ავურიოთ, რომ კარაქი გადნეს და გავაციოთ.
5 წუთი
- 9
დანარჩენი კარაქი ვურიოთ უკვე ცივ ფაფას.
2 წუთი
- 10
ტარტზე ჯერ მაყვლის მურაბა გადავანაწილოთ აქა-იქ და შემდეგ კრემი. გავაფორმოთ სურვილისამებრ.
5 წუთი
- 11
შევდგათ მაცივარში 30 წუთით.
30 წუთი
საკვები ღირებულება
1 პორცია ≈ 225 გ
კვებითი მონაცემები მიახლოებითია. - ნიშნავს, რომ მონაცემი უცნობია.
ჩემი ჩანაწერი და მომზადების ისტორია
პირადი ჩანაწერი მხოლოდ შენთვის ჩანს.
შედი ჩანაწერის შესანახად